Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვაზისა და ღვინის კანონი – ცვლილებების დრო

აპრილის ბოლო საკმაოდ დატვირთული იყო საქართველოს ვაზისა და ღვინის კანონმდებლებისთვის და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც დაინტერესებულია რეალობასთან მისადაგებული კანონი ჰქონდეს ქვეყანას. ამასთან დაკავშირებით ორი შეხვედრა გაიმართა რამდენიმე დღის წინ. ერთი 26 აპრილს, ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, და მეორე პარლამენტში,  აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პირველ შეხვედრაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია და კომიტეტის წევრები ღვინის ეროვნული სააგენტოს და ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა კომიტეტის სხდომაზე შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე მომხდარიყო ყველა პოზიციის შეჯერება.

ღვინის ეროვნული საგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი სამანიშვილის სიტყვით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ 1998 წელს მიღებული კანონის პოლიტიკა და მიმართულება არ იცვლება, უბრალოდ ხდება კანონის განახლება, რომელმაც ახალ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ კანონში უმნიშვნელო ცვლილებაც კი არ შესულა, არადა მთელი რიგი ტერმინებიც კი მოძველდა და განახლებას საჭიროებს. გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, ტერმინები თანხმობაში იქნება ევროკავშირის და ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის კანონმდებლობასთან; მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ღვინის კლასიფიკაციის თავში - შემოდის ქვევრის ღვინის და ქარვისფერი ღვინის განმარტებები; ცვლილებები შედის ეტიკეტირების წესში; სავალდებულო ხდება სერტიფიცირება და სხვა.

გარდა ამისა, ხაზი გაესვა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას. ღვინის კომპანიების წარმომადგენლები არაერთ ასეთ საკითხს შეეხნენ: ერთ–ერთია ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტი, რომელიც  ფალსიფიცირების  უმთავრესი წყაროა და ამიტომ, აუცილებელია მისი საკანონმდებლო დონეზე აკრძალვა. მაგალითად, 2016 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული იყო მხოლოდ 512 ათასი ლიტრი ჩამოსახმელი ღვინო და მისი რაოდენობა ჩამოსხმის შემდეგ დაახლოებით 15-20-ჯერ გაიზარდა. ასევე ისაუბრეს საექსპორტო ღვინის შემოწმების წესებზეც. ითქვა, რომ დეგუსტაცია ყველა საექსპორტო ღვინოზე გავრცელდეს. დღემდე ეს მხოლოდ ადგილწარმოშობის ღვინოებისთვის იყო სავალდებულო.

მეორე შეხვედრა აგრარულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა, პარლამენტში,  რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია უძღვებოდა და სადაც კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი კანონ–პროექტს. კანონ–პროექტი სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ წარადგინა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა კანონპროექტის მომზადების საკითხი.

„ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებები შემუშავებულია მევენახეობა-მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ,,ენოლოგიური პრაქტიკის საერთაშორისო კოდექსის“ (2015 წლის გამოცემა), ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფის (WWTG) - ,,მემორანდუმი სერტიფიცირების მოთხოვნების შესახებ“ (სანტიაგო, 2011 წლის 20 ოქტომბერი) ძირითად მოთხოვნების შესაბამისად და ,,სასოფლო-სამეურნეო ბაზრების და გარკვეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სპეციალური დებულებების (ერთიანი ბაზრის რეგულირების)“ შესახებ 2009 წლის №491 ევრო რეგლამენტის, ასევე 2008 წლის №110 ევრო რეგლამენტის გათვალისწინებით.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული