Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წიწაკის წვნიანი ნუშის პესტოთი

საჭირო მასალა: 1 ლ ბოსტნეულის ბულიონი, 500 გ ტკბილი წითელი წიწაკა, 500 გ დაჭრილი პამიდორი, 60 გ ნუში, 1 კონა ოხრახუში, 1 თავი ხახვი, 2 კბილი ნიორი, 3-4 ს.კ. ზეთი, 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი, 3-4 ს.კ. ლიმონის წვენი, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

მომზადება: ნიორი დავნაყოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და დაჭრილი ბოსტნეული მოვშუშოთ. წიწაკა დავჭრათ და პამიდორთან ერთად დავუმატოთ ხახვსა და ნიორს. ვშუშოთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ ბულიონი, დავაყაროთ შაქარი და როდესაც ადუღდება, დავახუროთ სახურავი. ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე, 1-2 წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. დავუმატოთ მარილი და წიწაკა. 1-2 ს.კ. ზეთი, პესტოს მოსამზადებლად ნუში და ცოტაოდენი წყალი ბლენდერით დავაქუცმაცოთ, დავუმატოთ ოხრახუში, კიდევ ცოტა წყალი (თუ საჭიროა) და ისევ დავაქუცმაცოთ. წვნიანი ცალკე ავთქვიფოთ ბლენდერით და ლიმონის წვენი დავაწუროთ. თითოეულ ულუფა წვნიანს თითო სადილის კოვზი პესტო დავუმატოთ.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული