Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბრაზილიური ემპანადასები

საჭირო მასალა: ცომისთვის – 1 ჭიქა ლუდი, 3 ჭიქა ფქვილი, 1 ჩ.კ. მარილი, 0,5 ჩ.კ. კურკუმა, 400 გ კარაქი, 240 გ ღორის ქონი, 1 ცალი კვერცხი. გულსართისთვის –1 თავი ხახვი, 1 ცალი პრასი, 2 ცალი პამიდორი, 2 ს.კ. კარაქი, 0,5 ჭიქა ბრენდი, 1 ს.კ. ტომატპასტა, 320 გ კრევეტების ხორცი, 1 კვერცხის გული, მარილი, პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: ფქვილში ავურიოთ მარილი და კურკუმა, დავუმატოთ კარაქი, ქონი და მოვზილოთ რბილი ცომი. დავუმატოთ კვერცხი, ლუდი და კიდევ ვზილოთ. ბოლოს ჩავდოთ თასში, გადავაფაროთ ხელსაწმენდი და დავტოვოთ 15 წუთით. ამასობაში მოვამზადოთ გულსართი – პამიდორი დავჭრათ და ხახვთან ერთად კარაქში მოვშუშოთ. დავასხათ ბრენდი და კიდევ 1 წუთი ვადუღოთ. ბოლოს დავუმატოთ კრევეტები, მარილი, პილპილი და 1 წუთის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. ცომი დავყოთ გუნდებად, თხელ, მრგვალ ფენებად გავაბრტყელოთ და თითოეულის ცენტრში მოვათავსოთ თითო ს.კ. გაცივებული გულსართი. ცომის კიდეებს წავუსვათ გათქვეფილი კვერცხის გული, ცომის ერთი ნაწილი მეორე მხარეს გადავკეცოთ და ჩანგლის დახმარებით შევკრათ, ერთმანეთს რომ მიეწებოს. ღვეზლებს ზემოდანაც წავუსვათ კვერცხის გული და შევწვათ ბლომად ზეთში. ბრაზილიური ემპანადასები შეგვიძლია აგრეთვე 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ, სანამ არ დაიბრაწება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული