გამოქვეყნებულია: 31 იანვარი, 2011 - 01:42
საჭირო მასალა:500 გ. თევზის ფილე (ვირთევზა, მინტაი და სხვა), 1 ქილა დაკონსერვებული პომიდორი, 1 ჭიქა მოხარშული ლობიო, 1 პატარა სტაფილო, 1 ცალი ბულგარული წიწაკა, 2 თავი ხახვი, ზეთი - ხახვის მოსაშუშად და თევზის შესაწვავად. 1 კონა კამა, მარილი - გემოვნებით. ფქვილი - თევზის ამოსავლებად.
მომზადება: მარილარეულ ფქვილში ამოვავლოთ თევზის ნაჭრები და შევწვათ. ამავე ტაფაში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, სტაფილო და წიწაკა, დავუმატოთ პომიდორი და 5 წუთის შემდეგ მასში მოვათავსოთ ლობიო, შემდეგ თევზის ნაჭრები და მწვანილი.
© ღვინის კლუბი/Weekend
თემა:
თქვენი კომენტარი