Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო გერმანიის ღვინის ბაზარზე

2 ნოემბერს თბილისში გერმანიის ბაზარზე ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით სემინარი გაიმართა, რომელსაც მარკეტინგული კომპანიის ff.K-ის დირექტორი მეიკე ფრერსი, ღვინის ჟურნალის wein markt-ის მთავარი რედაქტორი კატია აპელტი და იმპორტიორი კომპანიის Hawesko-ს მენეჯერი კაროლინგე ლენგე გაუძღვნენ.

სემინარს 70-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი დაეწყო, პრეზენტაციაზე კი გერმანული ღვინის ბაზრის წარმომადგენლება ქართული ღვინის პოტენციალზე, მისი გატანის გზებსა და გერმანელების ქართულ ღვინოსთან დამოკიდებულებაზე ისაუბრეს.

პრეზენტაცია კატია აპელტიმ გახსნა, wein markt-ის რედაქტორმა, რომელმაც გერმანიის ღვინის ბაზარზე, იმპორტსა და ექსპორტზე გაამახვილა ყურადღება, ასევე იმ ძირითად ფაქტორებზეც ისაუბრა, რითიც საქართველოს გერმანელი ღვინის მოყვარულების მოხიბვლა შეუძლია. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გერმანია იმაზე ნაკლებ ღვინოს აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს, შესაბამისად, იმპორტი ქვეყნის ძირითადი ნაწილია. გერმანიაში მთლიანობაში 8,9 მლნ ჰექტოლიტრი ღვინოს აწარმოებენ მაშინ, როდესაც მოსახლეობა 19,9 მლნ. ჰექტოლიტრს მოიხმარს. ყველაზე მეტი იმპორტირებული ღვინო კი იტალიიდან (36,6%), საფრანგეთიდან (13,3%) და ესპანეთიდანაა (27,5%). თანხობრივად კი იტალიიდან იმპორტირებული ღვინის საშუალო ფასი 2,1 ევროს უდრის, საფრანგეთიდან - 4,95-ს. იტალიიდან კი 0.95-ს. გერმანიაში იმპორტირებული ქართული ღვინის საცალო ფასი კი საშუალოდ 4,61 ევროს უდრის. ქვეყანაში უპირატესობას თეთრ ღვინოს ანიჭებენ (46,4%), თუმცა წითელი ღვინის მოხმარებაც საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა (41,8%), როზეს მოხმარების რაოდენობა 11,8%-ს უდრის, თუმცა ნელ-ნელა იზრდება. როგორც კატია აღნიშნავს, ქარვისფერი ღვინო გერმანიის ღვინის ბაზარზე არც ისე პოპულარულია: „მაგალითად, კასრის ღვინო, უფრო მეტად სხეულიანი, ტანინიანი და სპეციფიკური არომატებით გაჯერებული პროდუქტი ჩვენზე ასაკოვან თაობას უფრო მეტად მოსწონდა, იგივე შეიძლება ითქვას ქარვისფერ ღვინოზე. გერმანელი მოსახლეობა მხოლოდ ორ, წითელსა და თეთრ ღვინოსაა მიჩვეული, მათთვის ქარვისფერი ღვინო ძალიან ახალი და უცხოა, შესაბამისად, უფრო ეფექტურიც ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის თეთრისა და წითელი ღვინის ექსპორტირება იქნება, ვიდრე ქარვისფერის“.

ოქტომბერში ქართული ღვინის დეგუსტაცია ჩატარდა ბერლინში, სადაც 50-მდე ქართული ღვინო დააჭაშნიკეს გერმანელმა ღვინის ექსპერტებმა, „ბაიერებმა“ და იმპორტიორებმა. როგორც მიქაელა დაფნერი, Hawesko-ს წარმომადგენელი აღნიშნავს, ქართული ღვინო ჯერჯერობით ნიშური პროდუქტია, თუმცა საკმაოდ დიდი განვითარების პოტენციალი აქვს: „ახლა ინტერესი ქართული ღვინის მიმართ შედარებით მცირეა, თუმცა მზარდი. თუ ქართული ღვინო მოახერხებს, რომ მომხმარებელთა დიდ რაოდენობამდე მივიდეს თანაც ისე, რომ თავისი ტიპიურობა არ დაკარგოს, ეს არაჩვეულებრივი იქნება“. საუბრობს იან კიგელანდიც Divinum Weinkontor-დან: „ჩვენ ძირითადად იტალიურ ღვინოზე ვმუშაობთ, თუმცა ის ქვეყანა, რომელზეც სულ კითხულობენ, საქართველოა.“

მეიკე ფრერსი მეღვინეებს რჩევასაც უზიარებს: „როდესაც ღვინო ქვეყნის გარეთ გაგაქვთ, აჯობებს, თუ მთავარ ეტიკეტს ძალიან არ დატვირთავთ. არც ის არის აუცილებელი, რომ ბლენდის შემთხვევაში ორივე ჯიში წინა ეტიკეტზე მიუთითოთ. ხშირად გერმანელი მომხმარებლისთვის, რომლებიც, მაგალითად, ღვინის ექსპერტები და მცოდნეები არ არიან, კომპლექსური და ძალიან რთული დასახელების პროდუქტი დამაბნეველია. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა, მაგალითად, გერმანიაში ყველაზე პოპულარული ქართული ჯიში, საფერავი, წინა ეტიკეტზე საკმაოდ დიდად გამოაჩინონ. ასე ინტერესი კიდევ უფრო გაღვივდება, რადგან ერთსა და იმავე დასახელებას თვალი ხშირად შეხვდება, დაამახსოვრდება და მომხმარებელიც უფრო მეტად დაინტერესდება კიდეც“.

 კატია კი დასძენს, რომ საქართველოს ნამდვილად აქვს ის, რაც ბევრ სხვა ღვინის ქვეყანას არა - ჩვენი ისტორია და ღვინის უძველესი კულტურა, მთავარია, ყველა მეღვინემ ჭკვიანურად შექმნას ეტიკეტი, სხვა მნიშვნელოვან დეტალებს მიაქციოს ყურადღება, ხარისხი შეინარჩუნოს და ქართულ ღვინოსაც უფრო და უფრო მეტი აღმოაჩენს.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული