Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

პინო ნუარი - თეთრი ღვინის მოყვარულთა ვაზის ჯიში

პინო ნუარი სწორედ ის ღვინოა,   რომლის მირთმევაც  წითელი და თეთრი ღვინის მოყვარულებს თანაბრად სიამოვნებთ. ეს მსუბუქი და საშუალოდ ტანინიანი ღვინოა. სხვა წითელი ღვინისაგან განსხვავებით, პინო ნუარის მირთმევა მხოლოდ ყველთან და კრეკერთანაცაა შესაძლებელი. როგორც სტატიაშია ნახსენები, უმჯობესია, თუ ღვინოს მსუბუქად გავაციებთ ისევე, როგორც თეთრი ღვინოების უმეტესობას.

პინო ნუარი არის თხელკანიანი, საშუალო მჟავიანობის წითელი ყურძნის ჯიში, რომელიც, სავარაუდოდ, საფრანგეთში ჩამოყალიბდა 2000 წელზე მეტი ხნის წინ. ის, ძირითადად, ბურგუნდიასა და შამპანში, ამას გარდა, საფრანგეთის სხვა რეგიონებშიც ხარობს. როგორც ავტორი აღნიშნავს, პინო ნუარი არასტაბილურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მუტაციას განიცდის: დედა-ვაზმა შეიძლება წარმოქმნას სრულიად განსხვავებული ფერის, ზომის, ფორმისა და გემოს მქონე ყურძენი. ამ მუტაციათაგან ზოგი პინო ბლანია და პინო გრია, ზოგი კი პინო მენიე. იტალიაში, ავსტრიასა და გერმანიაში პინო ნუარს სხვა სახელებით იცნობენ, პინო ნერო, ბლაუბურგუნდერი, შპეტბურგუნდერი.

 ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია პინო ნუარის ჯიშური, 100% მისგან დაყენებული ღვინო, შამპანურისთვის კი შარდონესთან, პინო მენიესა და პინო ნუარის ყურძნების კომბინაცია. ესაა ძირითადად 70% წითელი, 30% კი თეთრი ყურძნის ნარევი. არ უნდა დაგვავიწყდეს Blanc de Noirs-ები, თეთრად დაყენებული ღვინო და წითელი ყურძნიდან.

პინო ნუარს უხდება ყვითელფარფლიანი თინუსი, შემწვარი ორგული, სოკო, გრილზე შემწვარი ბოსტნეული (განსაკუთრებით ყაბაყი და პომიდორი) ან თუნდაც თქვენი საყვარელი პიცა.

ამ ღვინოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ქალურს. ეს ტერმინი ბევრისთვის ბევრისთვის არაფრისმთქმელია, თუმცა ამით ავტორები თითქოს აღწერს მის რბილ, სურნელოვან, მომხიბლვლელ, მაცდუნებელ, დელიკატურ და ელეგანტურ ხასიათს აღწერენ.

ღვინის კრიტიკოსი ბობ ლიპინსკი მკითხველს პინო ნუარის რამდენიმე ღვინოს ურჩევს. ეს არის ნაკლებტანინიანი 2016 წლის Lauca Reserva, ჩილეს მაულის ვენახებიდან, რომელსაც შავი ალუბლის, პიტნის, ყავისა და სოკოს არომატები აქვს.

2018 წლის „მერფი გუდის“ კალიფორნიულ პინო ნუარს კი  ცხარე, შავი ალუბლის, მოცვის, ჩაისა და დარიჩინის ბუკეტი აქვს. ავტორი 2017 წლის Domaine Anderson-ის ღვინოს დამახასიათებლად   კი მაყვალს, თუთას, წითელ მოცხარს მიიჩნევს.

კრიტიკოსი 2018 წლის La Crema Sonoma Coast-ის პინოსაც განიხილავს და მის პიკანტური კენკრის, ბროწეულის, სანელებლებისა და შემწვარი თხილის არომატებზე საუბრობს.

ბობ ლიპინსკი 10 წიგნის ავტორია, მათ შორისაა „იტალიური ღვინო და ყველი“. ის  არის ასევე  ღვინისა და  ალკოჰოლური სასმელების კონსულტანტია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული