Home
ქართული | English
ივლისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის პელმენი

საჭირო მასალა: ბულიონისათვის – 1 სტაფილო, 1 თავი ხახვი, ნიახურის ძირები, ოხრახუში. ცომი – 800-900 გ ფქვილი, 1 სავსე ჩ.კ. მარილი, თბილი წყალი.

გულსართი - 1  კგ თევზის ფილე, 1 თავი ხახვი, 1 კონა კამა და ოხრახუში, მარილი, პილპილი გემოვნებით.

მომზადება: ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვზილოთ მაგარი ცომი (სახვადასხვა ფქვილს სჭირდება წყლის სხვადასხვა რაოდენობა) და ტილო გადავაფაროთ. თევზი მოვხარშოთ მარილწყალში და დანით დავკეპოთ. შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი და გავუწყოთ სანელებლები. ნახარშში დავუმატოთ ხახვი, სტაფილო, მწვანილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. ცომისაგან გავაკეთოთ პატარა ბურთულები, გავაბრტყელოთ გადავანაწილოთ გულსართი და შევკრათ ჩვეულებრივი პელმენების სახით. მომზადებული ბულიონი გადავწუროთ ცალკე ქვაბში და როცა ადუღდება, მასში პელმენები მოვხარშოთ. პელმენები მივირთვათ ბულიონთან ერთად, როგორც პირველი თავი საჭმელი არაჟნის დამატებით.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული