Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თევზის ლაბა

საჭირო მასალა: 2 კგ ზუთხის თავი, ფარფლები და შიგნეულობა, 2 ცალი ხახვი, 2 ცალი სტაფილო, 6-8 ცალი შავი პილპილი, 2-3 ცალი დაფნის ფოთოლი, 80 გ. ჟელატინი, 4-5 ღერი კამა.

მომზადება: ზუთხის თავი, შიგნეულობა და ფარფლები ჯაგრისით გავრეცხოთ, ამოვაცალოთ ლაყუჩები და ჩავალბოთ 1-2 საათით ცივ წყალში. მოვათავსოთ ქვაბში და დავასხათ წყალი, რომ დაფაროს. დავუმატოთ  ცალი ხახვი, ოხრახუშის ძირი,  სტაფილო, შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი. მივცეთ დიდი ტემპერატურა ადუღებამდე, შემდეგ ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. 2 საათის შემდეგ ამოვიღოთ თევზის ნაწილები და შეგრილებული ბულიონი ორმაგ დოლბანდში გავწურიოთ. თავს მოვაცილოთ ხორცი და მოვათავსოთ თასზე მოხარშულ და დაჭრილ სტაფილოსთან ერთად. 2.5 ლ ბულიონიდან 0.5 ლ შევაგრილოთ, მასში გავხსნათ  ჟელატინი, დავაცადოთ 30 წუთი და შევურიოთ დანარჩენს სრულ გახსნამდე. დავასხათ თევზსა და სტაფილოს და როცა შესქელებას დაიწყებს, დავუმატოთ დაჭრილი კიტრის მარინადი და მოხარშული კვერცხი. შევდგათ მაცივარში სრულ მზადყოფნამდე. სუფრასთან მიტანისას მოვრთოთ კამით.

© ღვინის კლუბი/Weekend

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული