Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Urban Uco Torrontes, Cafayate and Salta, Argentina, 2008

დამზადებულია 100% ტორონტეს (Torrontes) ჯიშის ყურძნიდან, რომელიც არგენტინაში ყველაზე გავრცელებული თეთრი ყურძნის ჯიშია. ბოლოდროინდელი დნმ-ის კვლევებით დადგინდა, რომ ეს ჯიში ეკუთვნის მალვაზიის ჯგუფს, წარმოშობით ხმელთაშუაზღვისპირეთიდანაა და ესპანეთშიც ფართოდაა გავრცელებული. თვით არგენტინაში ამ ჯიშის სამი სახეობაა: Riojano (ყველაზე მედად გავრცელებული და არომატული), Sanjuanino და Mendocino (ამათ შორის ყველაზე ნაკლებად გავრცელებული და არომატულია). ეს ღვინო დამზადებულია უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში, ალკოჰოლის შემცველობა 13.5% აქვს. ჩალისფერია და თეთრი ღვინისთვის საკმაოდ "სქელი", ბლანტი სხეული აქვს. გამოირჩევა ცოცხალი მჟავიანობით, მცენარეული, ატმის და ჟასმინის ტონებით.
 
©Naotreli

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123