Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თამადა და ტოლუმბაში - წარმოშობის ისტორია

ზაქარია ჭიჭინაძე

ისე სუფრა არ გაიშლება ჩვენს ხალხში, მდიდრებში თუ ღარიბებში, რომ თამადა და ტოლუმბაში არ ამაირჩიონ, არ დასონ სუფრაზე და პირველი ალაგი არ მისცენ.მაგრამ არა მგონია ბევრმა იცოდეს ჩვენში – თუ რას მოასწავებს ამგვარი ჩვეულება და რა მნიშვნელობა აქვს თამადისა და ტოლუმბაშის არჩევას.ამის გამო მე აქ მოვიყვან რამდენიმე ცნობასა და სიტყვას, რომელიც ერთმა მოხუცებულმა გადმომცა ამ საგნის შესახებ. ეს ცნობები ტყუილი არ უნდა იყოს, რადგანაც მთქმელს თავის პაპისაგან გაუგონია ჩარექიშვილი თამაზასგანა, რომელიც მეფე ერეკლეს დროს დიდად განთქმული ტოლუმბაში და ღვინის მსმელი ყოფილა, ისე რომ თითო ჩარექს ისე დასცლიდაო, რომ ერთსაც არ დაისვენებდაო და ამისთვისაც უწოდეს მას `ჩარექაშვილიო`.მეფე ირაკლი მეორის დროსა სპარსეთსა და საქართველოს შუაცოტათი კავშირი იყო ჩამოვარდნილიო და ხშირად მისვლა-მოსვლაცა ჰქონდათ ერთმანეთშიო; ამ დროს ხშირათ მოდიოდნენ ხოლმე ყეინის შვილები საქართველოს მეფეთა წინაშე და რჩებოდნენო; რასაკვირველია, წვეულებაც და მეძლიში საკადრისათ უნდა ემართად და მართამდნენ კიდეცა.მეფე ირაკლი მიიღებდა ხოლმე ყეენის შვილებს დიდის პატივითაო, თვის სამეფო სახლში მისცემდა სადგომ ალაგსა და მიიწვევდა კიდეცაო.აი ამ დროს მეფის ბრძანებით შეიყრებოდა მთელი საქართველოს წარჩინებული ახალგაზრდა ყმაწვილ-კაცობა და ერთათ უნდა ეჭამათ სადილი ერთს რომელიმე სამეფო ბაღში ყეინის შვილების პატივის-საცემათ.ეს ახალგაზრდები ამაირჩევდნენ ერთს თავიანთთაგანს, რომელსაც შესძლებიყოს კარგა ბლომათ ღვინის სმა და ყველას დათრობა და მისცემდნენ მას პირველ ალაგს სუფრაზე და დასომდნენ მუთაქაზე. პირველათ მას უნდა დაეცალა აზარფეშა და საჭმლის გემოც პირველათ მას უნდა ეგემებია, რომ სხვასაც მადა მისცემიყო ჭამა სმისა.აქედამ წარმომდგარა სიტყვა `თავი მადა` ანუ თამადა. ტოლუმბაშიც იმიტომ დაურქმევიათ, რომ ესევე ზემოხსენებული პირი იყო `ტოლების`, ერთად მსმელების `თავი` ანუ სპარსულად `ბაში`.როგორც ახლა, მაშინაც ტოლუმბაშის მოვალეობა ის იყო, რომ სუფრაზე სუყველა დაეთრო და თვითონ კი ყოჩაღათ ყოფილიყო, სუფრის ალაგების დრომდინაო; ამ დროს ყველა ახალგაზრდა მას თავს დაუკრავდა და ეტყოდა `ტოლუმბაშს გაუმარჯოსო!` და შემდეგ წავიდოდნენ თავ-თავიანთ სახლებშიო.აი ეს მნიშვნელობა ჰქონია თამადობასა.ესეც მითხრა ჩემმა მოხუცმა, რომ არ ვიცი იქნება მეფე ერეკლეზე ადრეც იცოდნენ ქართველებმა ტოლუმბაშობაო, მაგრამ პაპაჩემი თამაზასაგან კი ასე გამიგონია, რომ ეს სახელი და ამბავი მეფე ერეკლეს დროს გავარდა მთელს საქართველოს ხალხშიაო.

დროება 1878, I, 27, #19, გვ. 3-4.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.