Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ისტორია, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

რუსუდან სავანელი

გასული კვირას ღვინის მწარმოებელი კომპანია“თელიანი ველის” ინიციატივით რესტორან “მეტეხის ჩრდილში” მოეწყო ზოგადი ლექცია-სემინარი ქართული ვაზისა და მეღვინეობის შესახებ, სახელწოდებით “შენარჩუნებული ისტორია.” სემინარი ჩატარდა კომპანიის ერთ-ერთი მიმართულების, “საქართველო ღვინის სამშობლოს” ფარგლებში. როგორც კომპანიის მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ქალბატონმა თეა კიკვაძემ ამიხსნა, უცხოური ღვინის მწარმოებელი კომპანიები თავის ქვეყნებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებში ხშირად ატარებენ ლექციებს კონკრეტულად იმ ქვეყნის მეღვინეობისა და ზოგადად ღვინის შესახებ. ტრადიციულად ამ ლექციებს ბევრი დამსწრე ყავს და ემსახურება ღვინის პოპულარიზაციას, მისი ყველაზე დადებითი ასპექტით ჩვენებას. “თელიანი ველის” მიზანსაც ის წარმოადგენს, რომ ქართველ ახალგაზრდობას გააცნოს და შეაყვაროს ქართული ღვინო.

თეა კიკვაძე – კომპანია “თელიანი ველის” მარკეტინგის სამსახურის უფროსი: - გვსურს საზოგადოებისთვის კარგი საქმე გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში, ეს არის კარგი საქმე, როდესაც შენს ახალგაზრდებს ასწავლი ქართული ღვინის შესახებ. ჩვენ საამისოდ მოვიწვიეთ შედარებით პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებლებლების სტუდენტები, გამოვაცხადეთ, რომ ვისაც სურვილი ექნებოდა, დასწრებოდა სემინარს. სასიხარულოა, რომ ძალიან ბევრმა გამთქვა სურვილი. ჩვენი აზრით ეს ახალგაზრდები, რომლებიც გარკვეულ ცოდნას მიიღებენ ამ სფეროში, ქართული ღვინის ყველაზე კარგი ელჩები იქნებიან და კარგად წარადგენენ მას საერთაშორისო ასპარეზზე.  

გიორგის სამანიშვილი – ენოლოგი: - ქართული ბაზარი ვერ ვითარდება იმის გამო, რომ არავინ იცის ღვინის ცნობა, რეგიონებსა და ჯიშებზე აღარ არის ლაპარაკი. ქართველებს გვიყვარს ღვინოზე ლაპარაკი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, უცხოეთში წასულ ქართველს არ შეუძლია სათანადოდ წარადგინოს ქართული ღვინო. რაც მეტ ხალხს ეცოდინება ჩვენი ღვინის შესახებ, მით მეტი იქნება პოპულარიზაციაც. – ეს არის მიზანი.

ენოლოგმა, ბატონმა გიორგი სამანიშვილმა მოკლედ მიმოიხილა მევენახეობა-მეღვინეობის მთელი ისტორია დასაბამიდან დღემდე. დაახასიათა საქართველოს თითოეული კუთხე, იქ გავრცელებული გავრცელებული ჯიშები, მათი თავისებურებანი და მათ შორის განსხვავებაზეც ისაუბრა. როგორც ჩანს, სტუდენტები არ ელოდნენ ასეთ მრავლისმომცველ, ინფორმაციულ  ლექციას - სხვადასხვა სახეობის ღვინის მთელი ტექნოლოგიური ციკლის დეტალური აღწერა და ღვინის კლასიფიკაციის ვრცელი განხილვა მათთვის შესაძლოა ცოტათი დამღლელიც აღმოჩნდა, მაგრამ ძალზე შემეცნებითი. ბატონმა გიორგიმ ბევრი ისაუბრა მსოფლიო ბაზრის პრინციპებზე, ქართული ღვინის ექსპორტზე და იმ პრობლემებზე, რის წინაშეც დღეს დგანან ჩვენი ღვინის მწარმოებლები. “საქართველომ უნდა შეძლოს თავისი თავი წარმოაჩინოს, როგორც მეღვინეობის ძირძველმა ქვეყანამ, ახალი შემართებით. აქცენტები უნდა გავაკეთოთ განსხვავებულ მომხმარებელზე, რომელსაც სწორედ ჩვენი განსხვავებული ღვინოები მოეწონება.” – განაცხადა ბატონმა გიორგიმ.

ღვინის წარმოების თანამედროვე პრინციპების გათვალისწინებით, დღესდღეობით მსოფლიო ბაზარზე ისეთი ქვეყნები იმკვიდრებენ ადგილს, სადაც სულ 30-40 წელია რაც განვითარდა მევენახეობა. ესენია – ავსტრალია, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა, ჩილე, არგენტინა, აშშ (კალიფორნია). ქალბატონმა თეამ კი ახალი ზელანდიის მაგალითი მოიყვანა, რომელმაც მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან სერიოზული ნაბიჯი გადადგა – ღვინის პოზიცირება გააკეთა არა რომელიმე კონკრეტული სახეობის, არამედ ზოგადად ახალზელანდიური ღვინის სახით. ბატონმა გიორგიმ სტუდენტებს ერთი სასარგებლო რჩევაც მისცა – როდესაც უცხოელ სტუმარს  ქვევრის ღვინოს გაასინჯებთ, წინასწარ შეამზადეთ და აუხსენით მისი ტექნოლოგიური და გემოვნური თავისებურებანი, ვინაიდან მათთვის ცოტა უჩვეულო გემო აქვსო.          მცირეხნიანი შესვენების შემდეგ დეგუსტაციის დროც დადგა. ახალგაზრდები ყველაზე მეტად სხვადასხვა ღვინოში შემავალი არომატების ამოცნობამ გაიტაცა. რამდენიმე სტუდენტმა ორგანიზატორები ნამდვილად გააოცა ამოცნობის უნარით. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ბიჭებზე მეტად გოგონები აქტიურობდნენ და წამახალისებელი საჩუქრების დიდი ნაწილიც მათ ერგოთ წილად. სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო ცხრა სახეობის ღვინო. თეთრ ღვინოებში ყველაზე დიდი მოწონება “ცოლიკოურმა” დაიმსახურა, ხოლო “ხვანჭკარა” საერთო აღფრთოვანების საგნად იქცა. ერთ-ერთმა სტუდენტმა  მასში ჟოლოსა და მარწყვის მურაბის არომატებიც კი აღმოაჩინა. როგორც ბატონმა გიორგიმ განმარტა, თავიდან არომატების ამოცნობა საკმაოდ რთულია და შეიძლება ვერცერთი არომატიც ვერ იპოვნო, მაგრამ სწორი მიდგომისა და ვარჯიშის შემდეგ ეს სრულად შესაძლებელი ხდება. ჩემის მხრივ კი დავამატებდი, რომ ეს პროცესი სხვა დანარჩენთან ერთად საკმაოდ აზარტულიცაა. ქალბატონმა თეამ სემინარის ყველა მონაწილეს სპეციალური სერთიფიკატი გადასცა და დაინტერესების შემთვევაში თანამშრომლობაც შესთავაზა.

სავალალოა, რომ ღვინის სამშობლოდ წოდებული საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილმა რიგიანად არც იცის საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია და ღვინის შესახებაც უფრო ზოგადი წარმოდგენა აქვს, ვიდრე მას თავად ჰგონია. ეს ფაქტი სემინარზე კიდევ ერთხელ დადასტურდა. აშკარა იყო, რომ ვაზისა და ღვინის საკმაოდ ცნობილი სახეობები სტუდენტებისთვის უცნობი იყო. ზოგიერთი მათგანისთვის სიახლეს წარმოადგენდა ასევე ის ფაქტიც, რომ “ადესად” წოდებული იზაბელა საერთოდ არ არის ქართული ჯიში, შემოტანილია და ქართული მევენახეობისთვის დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს. ლექციის დასრულების შემდეგ რამდენიმე მათგანმა შთაბეჭდილებები გამიზიარა და სურვილი გამოთქვა – ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაა და კარგი იქნებოდა, ქართული ღვინის ისტორიის შესახებ სკოლებსა და უნივერსიტეტებშიც რომ ისწავლებოდესო.   

ნათია გუგუნაშვილი, სტუდენტი- მომავალი დიპლომატი ვარ და განსაკუთრებით ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს საკითხი. როგორც იცით, ღვინის ცოდნა საკმაოდ კარგ ტონად ითვლება. საქართველოს ღვინის ისტორიის შესახებ შევიტყვე ბევრი რამ. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ღვინის ისტორიაში, რა ადგილი უჭირავს ჩვენს ქვეყანას და ნამდვილად არის თუ არა ღვინის სამშობლო. მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს წილი მსოფლიო ღვინის ექსპორტში. მნიშვნელოვანი იყო ასევე სახეობების გაცნობა, ზოგიერთიოს სახელი სამწუხაროდ ვერ დავიმახსოვრე.

მარიამ კობიაშვილი, სტუდენტი - საერთო ჯამში სემინარი იყო ძალიან საინტერესო, საამისოდ გარემოც კარგი იყო შექმნილი, ნამდვილად არ ველოდი ამდენი დრო თუ დაეთმობოდა ამ საკითხს. დავინტერესდი ვარდისფერი ღვინოთი და მის შესახებ ცალკეც მოვიძიებ ინფორმაციას.

© ღვინის კლუბი/Weekend



რაღა დავმალო და არც ჩვენ არ ვიტყოდით დასწრებაზე უარს.


ძალიან მაგარია, ასეთი მარკეტინგი!?... ავტორს პატივი და დიდება. ახალგაზრდებს იუნდა ვასწავლოთ ღვინის ცნობა, უფრისებსაც არ გვაწყენდა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული