გამოქვეყნებულია: 12 ოქტომბერი, 2015 - 13:05
ოყურეშში მოყვანილი უსახელოურის ჯიშის ყურძნიდანაა ეს ნახევრადტკბილი ღვინო დაყენებული. ალუბლისფერი, სასიამოვნო გარეგნობის ღვინოა ძლიერი არომატებით – მწიფე ღოღნაშო, მწიფე შავი კენკრა, ჟოლოს ჯემი. გემოზე ტკბილია და რბილი, ხავერდოვანი, ნაზი ტანინებითა და ზომიერი მჟავიანობით. კარგი, მწიფე დაბოლოება აქვს. შესანიშვი სადესერტო ღვინოა.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი