Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ხმელთაშუაზღვის ბოსტნეულის წვნიანი

საჭირო მასალა: 2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 500 გ მწიფე პამიდორი, 3 ცალი დიდი ზომის ტკბილი წითელი წიწაკა (შუაზე გაჭრილი და თესლამოღებული), 3 ცალი  სიგრძეზე გაჭრილი  ცუკინი, 1 ცალი პატარა, სიგრძეზე გაჭრილი ბადრიჯანი, შუა-შუა გაჭრილი 4 კბილი ნიორი, 2 თავი 8 ნაწილად დაჭრილი ხახვი, მწიკვი ხმელი ქონდარი, 4 ჭიქა ქათმის ბულიონი, 1 ს.კ. მარილი, 1 ს.კ. პილპილი, დაჭრილი რეჰანი - გასაფორმებლად.

მომზადება: წინასწარ გავახუროთ ღუმელი 375 გრადუსამდე. ტაფაზე წავუსვათ ფუნჯით ზეითუნის ზეთი. მოვაწყოთ ზედ ბოსტნეული: პამიდორი, წიწაკა, ცუკინი და ბადრიჯანი (გაჭრილი პირით ქვემოთ. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ 2 საცხობი ჭურჭელი). ბოსტნეულს შორის ჩავალაგოთ ნივრისა და ხახვის ნაჭრები, ზემოდან მოვასხუროთ ზეითუნის ზეთი. მოვაყაროთ მარილი, პილპილი და ქონდარი. 35 წუთით შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად. როდესაც მზად იქნება, გავაგრილოთ, ბადრიჯანს და წიწაკას უხეში კანი მოვაცილოთ, ბოსტნეული დავჭრათ საჭრელით ან დანით (პიურესავით არ უნდა იყოს). დიდი ზომის ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი ბოსტნეული და დავასხათ ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ 20-30 წთ. სანამ არ დარბილდება. საჭიროებისამებრ დავუმატოთ მარილი, წიწაკა, ქონდარი, ზემოდან მოვრთოთ რეჰანით ან შაშკვლავით.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული