Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფერავი წარაფის, მარანი ნიკა, 2011

კარდენახის წარაფებში დაკრეფილი საფერავიდან დაყენებული ღვინოა. ფერში ძალიან ახალია, ჟოლოსფერი, იასამნისფერი რკალით. ახალი ღვინის პირობაზე საკმაოდ რბილი და მწიფე ღვინოა. სხეულიანი, გემოზეც სავსეა. თავიდანვე იგრძნობთ მაყვლის ძლიერ არომატს, რომელიც შემდეგ მცენარეული ტონებით ივსება, მაგ. ბაზილიკით. ღვინო საუკეთესო მისაყოლებელი იქნება საქონლის სტეიკებთან.

© vinoge.com



გამარჯობათ ხალხო, დღეს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძალიან დავინტერესდი. ერთი კითხვა გამიჩნდა და იქნებ დამეხმაროთ? რამდენ ხანს ინახება ვისკი, კონიაკი, ღვინო, არაყი და ლიქიორი? ცოტა სულელური შეკითხვაა მაგრამ მაინც ალბათ, არაყს და ღვინოს რაც უფრო დავაძველებთ უკეთესია ხო?


ნებისმიერი სასმელს უნდა ჰქონდეს დაძველების პოტენციალი, ისე აზრი არა აქვს. მაგალითად, იაფფასიანი ვისკი ან უხარისხო ე.წ. კონიაკი გინდ შეგინახავს გინდ არა :) თუმცა ზოგადად სპირტიან, მაღალგრადუსიან სასმელს არაფერი ემართება დროთა განმავლობაში, არ ფუჭდება. ხოლო ღვინომ საკმაოდ მალე შეიძლება დაკარგოს თვისებები, განსაკუთრებით თეთრებმა, ე.წ. ევროპულებმა. + ბევრი რამეა დამოკიდებული მოყვანის ადგილზე, ჯიშზე და ღვინის დაყენების წესზე. ესენი უმთავრესია. მაგ, მაღალმჟავიანი და ე.წ. ტანინიანი ღვინოები უფრო კარგად ინახება, თუმცა მჟავიანობა და ტანინები ერთად–ერთი ფაქტორი არაა ღვინის დაძველებისას. ანუ მარტო მჟავიანობა და ტანინები ვერ ქმნის დასაძველებელ ღვინოს.ასევე მნიშვნელოვანია შენახვის წესებიც, ტემპერატურა და სხვ.. თუკი ღვინო პლასტმასის ჭურჭელში ინახება, არანაირი აზრი არა აქვს დაძველებას. ღვინო ვერ განვითარდება. უფრო მეტიც, ღვინო უარესობისკენ შეიცვლება. ბოცაშიც და ცისტერნებშიც მისი განვითარების დიაპაზონი საკმაოდ შეზღუდული იქნება. ერთმანეთისგან განსხვავდება ღვინის შენახვა და დავარგება. ეს ორი სხვადასხვა ცნებაა. კარგია ღვინო ნატურალურსაცობიან ბოთლში დავაძველოთ. მუხაში და სხვადასხვა ჭურჭელშიც აძველებენ, მაგრამ ბოთლი ყველაზე საიმედო წესია დაძველების. კარგად ძველდება კახური, ქვევრში დაყენებული ღვინო, რომელმაც რამდენიმე თვე ჭაჭაზე და კლერტზე გაატარა. ძლიერი საფერავები. მუკუზანი და ა.შ. ნახევრადტკბილი ღვინოების შენახვაზე არც კი იფიქროთ :)) ასევე უბრალო შუშხუნა ღვინოებზე. ღვინომ შეიძლება 10–15 წელიც შეინახოს თავი, 50–ც, და 2 წელიწადშიც მოკვდეს, ანუ დაკარგოს ყველა თვისება... სურნელი, გემო, ძალა, სიღრმე... ერთი სიტყვით, როგორც გითხარით, თითოეულ ჯიშს, ადგილს, მეთოდს (როგორაა ღვინო დაყენებული), გათვალისწინება უნდა, როდესაც ღვინის დაძველებაზე ვსაუბრობთ. გვითხარით კონკრეტულად რომელი ღვინის დაძველებას აპირებთ და შევეცდებით გიპასუხოთ, ღირს თუ არა ამ ღვინის დავარგება :) 

იმედია გასაგებად დავწერე ეს ყველაფერი. საკმაოდ ძნელია ღვინის დაძველებაზე კონკრეტიკის გარეშე საუბარი :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული