ბევრმა 1990-იანი წლების შემდეგ საქართველო დატოვა, თუმცა ალეკო სარდანაშვილი საზღვარგარეთ ხანგრძლივად ყოფნის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და თავისი ვენახიც გააშენა. სტატიაში ავტორი ქართულ ღვინის კულტურასაც ახსენებს, საბჭოთა კავშირის გავლენას, მაშინდელ რთულ ცხოვრების წესსა და პატ-პატარა, დასამახსოვრებელ ამბებზეც საუბრობს: “ალეკოსთვის იმ ბნელი წლებიდან სასიამოვნო მოგონება ლობიო და სიმინდის ფქვილი იყო, რომლებსაც თბილისში ბებია-ბაბუა უგზავნიდნენ. ელექტროენერგიისა და გაზის უქონლობისას მეზობლები ერთად იკრიბებოდნენ, თბებოდნენ და საჭმელსაც ერთად ამზადებდნენ. მაშინ, როცა ადამიანები საათობით იდგნენ პურის რიგში, ლობიო და მჭადი, თუ რაჭიდან თბილისამდე მშვიდობიანად ჩამოაღწევდა, დღესასწაული იყო” - ვკითხულობთ სტატიაში. ალეკოს მარანში 2021 წლის თეთრა დააჭაშნიკეს, რომელიც ჭაჭაზე 10 დღის განმავლობაში იყო დაყენებული: “ეს არის ძალიან სასიამოვნო, მსუბუქი, გამაგრილებელი ღვინო ვაშლის სიდრის არომატით, რომელიც მჟავიანობით გამოირჩევა.” - წერს ავტორი.
ალეკოს “გესტჰაუსი” ხის სახლშია გაკეთებული, რომელიც მეზობელი სოფლიდან თავის ეზოში გადმოიტანა. სტუმრების მიღებაც მალევე დაიწყო, რომლებსაც სიამოვნებით ასინჯებდა თავის ღვინოს, ნელ-ნელა მარანი დახვეწა და ღვინოების ხარისხიც გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ ხვანჭარას, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ნახევრად ტკბილის ხარისხიც უფრო და უფრო იხვეწება, მიიჩნევს, რომ არასათანადო ყურადღება ექცევა სხვა, მივიწყებულ ჯიშებს მშრალი ღვინოების დასაწურად, რომლებიც უფრო მეტად იზიდავს დასავლურ ბაზრებს.
როგორც ვკითხულობთ, ალეკო რამდენიმე მეღვინესთან ერთად ამ რეგიონში ძველი, დასავლური ვაზის ჯიშების აღორძინებას ცდილობს, როგორიცაა თეთრა, ძელშავი და ადგილობრივი ჯიშები, ცოლიკოური და მწვანე. რაჭაში სხვა მეღვინეებმა დააბრუნეს იშვიათი ჯიშები, მაგ. კაბისტონი.
3000 ბოთლის წლიური წარმოებით სარდანაშვილი ჯერ პატარა მარნის მეღვინედ ითვლება: “მე ჯერ კიდევ ვსწავლობ და ვცდილობ ყოველი მოსავალი გავაუმჯობესო” - აღნიშნავს ის. Culinary Backstreet-ზე სტატიას სრულად გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი