Home
ქართული | English
ნოემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

მულტიმედია

კომენტარები

დაბრუნება რუსეთში - ქართული ღვინო და ახალი საბაჟო კავშირი

ნინო ახლოური

სულ ცოტახ ნის წინ, მოსკოვის ცენტრში, პუშკინის მოედანთან, ახალიქართული კაფე ,,ხაჭაპური’’ გაიხსნა. ამას ბრიტანულმა გაზეთმა The Independent-მა ცალკე სტატიაც კი მიუძღვნა სახელწოდებითვახშამი მტერთან: რატომ უყვართ რუსებს ქართული სამზარეულო?პასუხად დაუსრულებლად შეიძლება ილაპარაკო აღნიშნული კაფეს მენიუში შესულ უგემრიელეს ქართულ კერძებზე, კერძოდ, ქათმის ჩახოხბილზე, ქართული სუნელებით შეზავებულ ლობიოსა და რა თქმა უნდა, ხაჭაპურზე, რომლებსაც რუსი სტუმრები ფრანგულ და ჩილეურ ღვინოებს აყოლებენ. ამიტომ, უფრო საინტერესო იქნებოდა გვეკითხა, თუ რატომ არ უყვართ (თუ არ უნდათ) რუსებს ქართული ღვინო, რომელიც ასე პოპულარული იყო მათთან თითქმის ორი საუკუნის განმავლობაში?!
 
მართლაც, მეფის რუსეთიდან მოყოლებული, საქართველო ჩრდილოელი მეზობლისთვის ღვინის ერთერთი მთავარი მიმწოდებელი იყო. წლების განმავლობაში  ქართულმა ღვინომ რუს მომხმარებელში ნდობა და სიყვარული მოიპოვა. რუსეთში ამბობენ, რომ კონკურენციის არარსებობამ თანდათან გამოიწვია ქართული ღვინის ხარისხის შესამჩნევი გაუარესება, რამაც პიკს გასული საუკუნის 90-იან წლებში მიაღწია. ამის ბრალი იყო თუ ორ მეზობელს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობების, 2006 წლის გაზაფხულზე რუსეთმა პირველად აკრძალა ქვეყანაში ქართული ღვინის შეტანა, რის ოფიციალურ მიზეზადაც რუსულმა მხარემ ჩვენი პროდუქციის დაბალხარისხიანობა დაასახელა (ღვინოში აღმოჩენილ იქნა ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები - მძიმე ლითონები და პესტიციდები). უკვე დახლებზე დადებული პროდუქცია მოიხსნა გაყიდვიდან, რამაც ძალიან დააზარალა ქართველი ბიზნესმენები. ამასთან, იმპორტის აკრძალვამდე ქართული ღვინის 80%-ის რეალიზება სწორედ რუსულ ბაზარზე ხდებოდა, რამაც გამოიწვია საქართველოში ღვინის წარმოების რამდენჯერმე შემცირება. თუმცა, როგორც მოგვიანებით ვნახეთ, ამ ემბარგოს აღმოაჩნდა გარკვეული დადებითი შედეგებიც. სწორედ მისი დამსახურებით, ქართული ღვინის მასობრივი ფალსიფიცირება შეწყდა, ხარისხი კი შესამჩნევად გაუმჯობესდა.
2006 წელს ემბარგო ქართული ღვინის გარდა, მოლდოვურსაც შეეხო. თუმცა 2007 წელს მოლდოველმა მეღვინეებმა მოახერხეს თავიანთი პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება. მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა, ქართულმა მხარემ ეს ვერ შეძლო. მავანი იტყვის, რომ ამაში გადამწყვეტი როლი რუსეთ - საქართველოს შორის დაძაბულ ურთიერთობებს და შემდგომში კონფლიქტის ესკალაციას მიუძღოდა და მართალიც იქნება. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თავიდანვე ქართული ღვინის აკრძალვა რუსულ ბაზარზე მხოლოდ პოლიტიკური მოტივებით განპირობებული არ ყოფილა. გასულ წელს, საქართველოს ელჩი რუსეთში, ეროსი კიწმარიშვილი ალაპარაკდა ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ და აღნიშნა, რომ მინერალურ წყალზე ემბარგოს მოხსნა გაცილებით ადვილი იქნებოდა, ვიდრე ღვინოზე. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ ღვინოსთან დაკავშირებული სირთულეები არ უკავშირდება რუსული ბაზრის პრობლემას, ამის მიზეზი ჩვენში და ხარისხზე შიდა კონტროლში უნდა ვეძებოთო.                                   
ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, ქართული ღვინო შესაძლოა იმაზე ადრე და ადვილად დაბრუნდეს რუსულ ბაზარზე, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. შესაძლოა ეს რუსეთთან ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშეც კი მოხდეს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ამა წლის პირველი ივლისიდან რუსეთის, ბელორუსიის და ყაზახეთის საბაჟო კავშირის ახალი სამართლებრივი ნორმები შევა ძალაში, რამაც შეიძლება ავტომატურად გაუხსნას გზა ქართულ პროდუქციას. ავტომატურად იმიტომ, რომ ქართული ღვინო და მინერალური წყალი ბელორუსიასა და ყაზახეთში თავისუფლად იყიდება, აღნიშნული ნორმები კი სამივე ქვეყნისათვის საერთოა და შესაბამისად, რუსეთს მოუწევს ან მოხსნას ემბარგო, ან აიძულოს თავისი მოკავშირეები, თავადაც აკრძალონ აღნიშნული პროდუქცია. თუ რუსეთის ფედერაცია ვერ მიიღებს ემბარგოზე მათ თანხმობას, მას მაინც შეეძლება დაბლოკოს ქართული ღვინო, თუ იგი მის ტერიტორიაზე საზღვაო ტრანსპორტით შეაღწევს. მაგრამ თუ ქართულ ღვინოს განაბაჟებენ ბელორუსიაში, მას ხელს ვერაფერი შეუშლის მოხვდეს რუსულ ბაზარზეც.
ასტანასა და მინსკს, ბუნებრივია, არ აქვთ მოსკოვზე  დიდი გავლენა, მაგრამ როცა საქმე საბაჟო კავშირს ეხება, მათაც შეუძლიათ გარკვეული ბერკეტების ამოქმედება. ამის მიზეზი ისაა, რომ  რუსეთის ფედერაციისთვის აღნიშნული კავშირი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის კავშირი, რომლის ჩამოყალიბებაც ძირითადად განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. აქედან გამომდინარე, რუსეთი ძლიერ დაინტერესებულია ევრაზიის სივრცეში ახალი, ალტერნატიული საერთო ეკონომიკური სივრცის შექმნით. შეგახსენებთ, კავშირის შექმნისა და მისი სამართლებრივი ბაზის ფორმირების შესახებ გადაწყვეტილება ЕврАзЭС-ის ქვეყნებმა სოჭის სამიტზე 2006 წელს მიიღეს. კავშირის მთავარი მიზანი მონაწილე ქვეყნებს შორის ეკონომიკური საზღვრების მოშლა და საერთო საბაჟო ტარიფების მიღება-ამოქმედებაა. ვინაიდან რეალური და ეფექტური ეკონომიკური ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ კარგად განვითარებული ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყნებს შორის, კავშირში თავიდანვე მოიაზრებოდა ოთხი სახელმწიფო – რუსეთის ფედერაცია, ბელორუსია, ყაზახეთი და უკრაინა. უკრაინა რიგი მიზეზების გამო, არ შევიდა ამ კავშირში, რაც თავისთავად აფერხებს დსთ-ის ეკონომიკურ ინტეგრაციას, თუმცა ევრაზიულ სამეულს მაინც კარგი პერსპექტივა აქვს, რადგან რუსეთი, ბელორუსია და ყაზახეთი ერთად საბჭოთა კავშირის ეკონომიკური პოტენციალის თითქმის 83%-ს ფლობდნენ და ამ მხრივ დღესაც გაცილებით განვითარებულები არიან მოკავშირე სახელმწიფოებთან შედარებით. ამ კავშირის მეორე მნიშვნელოვანი მიზანი იმაში მდგომარეობს, რომ ЕврАзЭС-ის ქვეყნები გაწევრიანდნენ მსო-ში, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზაცია. ექსპერტებს მიაჩნიათ, თუ რუსეთი, ყაზახეთი და ბელორუსია ერთად დაიწყებენ მსო-სთან მოლაპარაკებებს, ეს მათთვის უფრო მომგებიან პირობებში მოხდება. როგორც ჩანს, მონაწილე ქვეყნებისთვის ეს უაღრესად დიდი მნიშვნელობის პროექტია, პირველ რიგში კი ეს რუსეთისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.
ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი იმასაც ამბობს, რომ პროექტის მარცხის შემთხვევაში, რუსეთი დიდად არ დაზარალდება და ეს ძირითადად მედვედევის იმიჯს მიაყენებს დარტყმას. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისათვის ეს ახალი საბაჟო კავშირი იმდენად პრიორიტეტულია,რომბელორუსიის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ, 2010წლის დასაწყისში თავს ერთგვარი შანტაჟის უფლებაც კი მისცა. მან პირობა წამოაყენა – თუ რუსეთი ბელორუსიას ბაჟისგან თავისუფალ ნავთობს არ მისცემდა, იგი ამ კავშირს დატოვებდა. რუსეთის ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და ოც მლნ.ტონაზე მეტი ნავთობიდან 6.3 მლნ.ტონა ნავთობი, რომელიც ბელორუსიას შიდა მოხმარებისთვის ესაჭიროებოდა, ბაჟისგან გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება მინსკმა უკვე გაასაჩივრა დსთ-ის ეკონომიკურ სასამართლოში. ამას მოჰყვა მარტში მინსკში ლუკაშენკოს და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კანატ საუდაბაევის  შეხვედრა. ექსპერტების აზრით, ამ შეხვედრის მიზანი იყო, ამ ორ ქვეყანას კრემლისთვის ეჩვენებინა, რომ ახალი კავშირის შექმნა რუსეთის მონაწილეობის გარეშეც კი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა რუსეთის მთავრობამ, როგორც მთავარმა დაინტერესებულმა პირმა, პარტნიორ ქვეყნებს რაიმე ულტიმატუმი წაუყენოს, თუნდაც საქმე ქართულ ღვინოსა და ბორჯომს ეხებოდეს.
მართალია, ქართული ღვინის დაბრუნება რუსულ ბაზარზე რეალური პერსპექტივაა, მაგრამ მთავარია, რას მოუტანს ეს ქართველ მეწარმეებსა და მეღვინეებს და საერთოდ, ქართულ ეკონომიკას. ემბარგოს დაწესებამდე რუსეთი ქართული ღვინის გასაღების ყველაზე დიდი ბაზარი იყო. კერძოდ, 2005 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ექსპორტზე გავიდა 60 მილიონი ღვინის ბოთლი, აქედან 40 მილიონი - რუსეთის ფედერაციაში. შედარებისთვის, 2009 წელს საქართველოდან მხოლოდ 11 მილიონამდე ღვინის ბოთლი იქნა ექსპორტირებული. 2008 წელს რუსეთის საცალო მოვაჭრე კომპანიათა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ილია ბელანოვსკი თვლიდა, რომ თუ ქართულ ღვინოზე ემბარგო მოიხსნებოდა და ჩვენი მეწარმეები მაღალი ხარისხის ღვინოს შეიტანდნენ რუსეთში, ის  გაყიდვებში მაღალ რეიტინგს დაიბრუნებდა. მას შემდეგ სიტუაცია მნიშვნელოვანწილად შეიცვალა. მაღაზიებში ქართული ღვინისაგან დაცარიელებული თაროები სხვა ქვეყნების პროდუქციამ დაიკავა და რუს მომხმარებელში საკმარისი პოპულარობაც მოიპოვა. ღვინის მოყვარულებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ახალი ჩილეური, ავსტრალიური და არგენტინული ღვინოები. იმ ფასის კატეგორიაში, რომელსაც ქართული ღვინო იკავებდა, გაჩნდა უფრო ხარისხიანი ევროპული ნაწარმიც. ამასთან ერთად, რუსეთმა საკუთარი ღვინის წარმოებაც დაიწყო, გაიხსენა სტავროპოლის, როსტოვის და კრასნოდარის მხარეებში არსებული ვენახები და მეღვინეობის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი ინვესტიციები ჩადო, ააშენა ქარხნები და ა.შ. სხვათა შორის, რუსულმა ღვინომ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, მაგალითად, ლონდონში ღვინის კონკურსზე მათმა პროდუქციამ ვერცხლის მედალიც კი აიღო.
ბოლო წლებში ქართული ღვინის კომპანიებიც აღწევენ წარმატებებს, მაგრამ         ამის მიუხედავად, რუსი ექსპერტების აზრით, რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, ქართული ღვინო ვეღარ აღიდგენს უწინდელ პოზიციებს, რაც განპირობებულია არამხოლოდ დიდი კონკურენციით, არამედ უკვე გაფუჭებული სახელითა და გარკვეულწილად, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენებითაც. თუმცა ისიც ეჭვგარეშეა, რომ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შემთხვევაში, ქართული ღვინის მწარმოებელი უფრო მეტ მოგებას მაინც ნახავს. მთავარია, პირველი ივლისიდან საბაჟო კავშირის საერთო ნორმები ამოქმედდეს.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.