Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ომლეტის სალათა

საჭირო მასალა: 1 ცალი ქათმის ფილე, 2 ცალი კვერცხი, 2 თავი ხახვი, 200 გ დაკონსერვებული ან გაყინული მწვანე ბარდა, 2 ს.კ. რძე, 200 გ მაიონეზი, 4 ს.კ. ზეითუნუს ზეთი, 1-2 ჩ.კ. სოიოს სოუსი, 0,5 ჩ.კ. ლიმონმჟავა, პილპილი – გემოვნებით. ოხრახუში და მწვანე ხახვი – მოსართავად.
მომზადება: ქათმის ხორცი მოვხარშოთ, გავაცივოთ და წვრილად დავჭრათ. დავუმატოთ მოხარშული მწვანე ბარდა. კვერცხი ავთქვიფოთ, შევურიოთ 2 ჩ.კ. მაიონეზი და რძე. ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და როცა გაცხელდება, დავასხათ გათქვეფილი კვერცხი. ომლეტი ჯერ ერთი მხრიდან შევწვათ, შემდეგ გადმოვაბრუნოთ და მეორე მხრიდანაც შევწვათ. ომლეტი გადავახვიოთ რულეტივით და დავჭრათ. ხახვი დავჭრათ წრეებად, დავაყაროთ ლიმონმჟავა და დავასხათ მდუღარე წყალი. 10 წუთში ხახვი გადავწუროთ. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს შევურიოთ და მოვრთოთ დაჭრილი მწვანილით.
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული