Home
ქართული | English
ივნისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოლნისის ღვინის ფესტივალი 2 ივნისს

2 ივნისს, 12:00 საათზე, კატარინენფელდი (ახლანდელი ქალაქი ბოლნისი) დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს მეორედ უმასპინძლებს!

ფესტივალი ჩატარდება ბოლნისის გერმანულ უბანში, რომელიც XIX საუკუნის დასაწყისში, კავკასიაში ჩამოსახლებულმა გერმანელმა კოლონისტებმა ააშენეს.

ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან წარმოდგენილი 50-ზე მეტი მეღვინეობა.

ფესტივალის ფარგლებში, მონაწილე ღვინოებს შორის ჩატარდება კონკურსი, რის შემდეგაც, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიური გამოავლენს დიდი ოქროს, ოქროსა და ვერცხლის მფლობელ ღვინოებს. გამარჯვებული ღვინოები დაჯილდოვდებიან ფესტივალის დღეს, საზეიმო ვითარებაში.

ღვინის ფესტივალს დაესწრებიან სპეციალურად მოწვეული სომელიე-ბაიერები, ღვინის ექსპერტები და ჰორეკას სექტორის წარმომადგენლები.

გამორჩეულ ღვინოებთან ერთად, ფესტივალზე დაგხვდებათ სხვადასხვა ტიპის ინტერაქციული და გასართობ-შემეცნებითი აქტივობები.

ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ტრიო „ალილო“ და კვარტეტი „რანინა“, ბენდთან ერთად.

ახლა ცოტაოდენ ინფორმაციას მოგაწვდით ბოლნისის ღვინოების შესახებ: „ბოლნისი“ თეთრის, წითელის და ქარვისფერის დასამზადებლად არ უნდა იყოს 20 %-ზე ნაკლები, ხოლო „ბოლნისი“ ვარდისფერის დასამზადებლად – 19%-ზე ნაკლები, ყურძნის ტრანსპორტირება დასაშვებია მხოლოდ ხის ან პლასტმასის ყუთებით, უჟანგი ფოლადისაგან დამზადებული ან სპეციალური საღებავით შეღებილი ძარებით. დაუშვებელია ყურძნის ტრანსპორტირებისთვის პოლიეთილენის პარკების და/ან ტომრების გამოყენება, ტრანსპორტირებისას ყურძენი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დაბინძურებისაგან.

ბოლნისი“ თეთრი და ქარვისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული რქაწითელის, ჩინურის და გორული მწვანეს ჯიშის ყურძნისაგან. „ბოლნისი“ წითელი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული საფერავის, თავკვერის, შავკაპიტოს და ასურეთული შავის ჯიშის ყურძნიდან. „ბოლნისი“ ვარდისფერი შეიძლება დამზადდეს მხოლოდ ბოლნისის მიკროზონაში მოწეული ფერადყურძნიანი ვაზის საღვინე ჯიშების გადამუშავებით, წითელი ყურძნის დურდოზე თეთრი ყურძნის ტკბილის დადუღებით ან თეთრი და წითელი ღვინოების შერევით. არ არის ნებადართული ღვინო „ბოლნისის“ დამზადებისას ზემოთ ჩამოთვლილი ყურძნის ჯიშების გარდა სხვა ჯიშების გამოყენება.

გურამ ავქოფაშვილი "ასოციაცია ბოლნისის" დამფუძნებელია, "ღვინის კლუბთან" საუბრისას კი გერმანელების დასახლებაზეც გვიამბობს: "მოგეხსენებათ, ბოლნისი არის ღვინის აკვანი, ბოლნური ვაზი მრავალსაუკუნოვანია და ამას არქეოლოგიური და ისტორიული დოკუმენტები მოწმობს. შემდეგი და მნიშვნელოვანი ეტაპი გერმანელების ჩამოსახლებას უკავშირდენა. სწორედ ამ პერიოდში პოპულარული ხდება ღვინის წარმოება და შვაბური ტექნოლოგიის დანერგვა. ჯავახიშვილი სამეცნიერო კვლევითი მოღვაწეობის პერიოდში აღწერს, როგორ აწარმოებდნენ ორბელიანები ღვინოს, რაც შემდეგ გააგრძელეს გერმანელებმა ქართული ტრადიციების გათვალისწინებით. მევენახეობა-მეღვინეობას არც ერთ ეპოქაში არ დაუკარგავს აქტუალობა. გერმანელებს ჰქონდათ გაერთიანება, რომელიც ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ 50 გერმანელ მეწარმეს აერთიანებდა. დღევანდელი მონაცემებით ვბევრ ქვეყანაში მოლნურ ღვინოზე მოთხოვნა მზარდია. სწორედ ღვინის წარმოებამ აქცია ისინი ყველაზე ძლიერ კოლონიად"

ფესტივალზე დასწრება უფასოა

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული