Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინა OIV-ში ბრუნდება

პარიზში, უკრაინის ისტორიაში პირველად, ჩატარდა უკრაინული ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია, რომელსაც ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ International Organisation of Vine and Wine (OIV) უმასპინძლა. ფრანგმა ექსპერტებმა უკრაინას შესთავაზეს, კვლავ გახდეს OIV-ის წევრი. შეგახსენებთ, რამდენიმე წლის წინ საწევროს გადაუხდელობის გამო უკრაინამ ორგანიზაციის წევრის სტატუსი დაკარგა. ამ “დაბრუნების” წყალობით უკრაინის ღვინოებისათვის მსოფლიო ბაზარი კვლავ გაიხსნება. დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი აღნიშნულ საერთაშორისო ორგანიზაციაში წელსვე გაერთიანდებიან. უკრაინის აგრარული საკითხებისა და სურსათის სამინისტროს წარმომადგენელმა, ვიქტორ კოსტენკომ განმარტა, რომ დაფინანსების საკითხი უმაღლეს დონეზე გადაწყდა. ორგანიზაციაში გაწევრების ვადებისა და პირობების განსახილველად უკვე დაგეგმილიაOIV-ის გენერალური მდივნისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრა. თუკი აუცილებელი პროცედურები სწრაფადვე მოგვარდება, უკრაინის განაცხადს ვაზისა და ღვინის მსოფლიო XVI კონგრესსა და ბუქარესტში, OIV-ის გენერალური ასამბლეის XI სხდომაზე განიხილავენ.    

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული