Home
ქართული | English
ივნისი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანია აისვაინის გარეშე

უჩვეულოდ თბილი ზამთარი, რომელიც წელს ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში ფიქსირდება, გერმანიაში აისვაინის დაყენებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ნაკლებსავარაუდოა, რომ წელს გერმანელმა მეღვინეებმა ამ სახეობის ღვინის დაყენება შეძლონ, ამის საფუძველს არა მხოლოდ არსებული ამინდები, არამედ სამომავლო პროგნოზიც იძლევა. გერმანული ღვინის ინსტიტუტის მარკეტინგის დირექტორმა შტეფან შინდლერმა Drinks International-თან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი ჯერ კიდევ არის და ყველა ელოდება ყინვებს, თუმცა როგორც ამინდი, ასევე მისი პროგნოზიც დამშვიდების საბაბს არ იძევა. 

“ეს ამბავი კიდევ უფრო სამწუხაროა 2010 წელს მცირე რაოდენობით წარმოებული აისვაინის პირობებში. დღეს ჩვენთვის მნშივნელოვანია ღვინის თითოეული წვეთი!” – აცხადებს შინდლერი. გერმანელი ღვინის მწარმოებლები, რომლებიც ამ პროდუქტის წარმოებით არიან დაკავებულნი, პესიმისტურად არიან განწყობილნი. მათი უმრავლესობა ვარაუდობს, რომ 2011 წლის მოსავლის აისვაინი მათ საწარმოში არ მომზადდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული