Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

სეტყვა კარდენახში და ნაფარეულში

გუშინ საღამოს კარდენახის ვენახები ძლიერმა სეტყვამ და ქარმა დააზიანა. ყველაზე მეტად დაზარალდა ე.წ. ახოების ნაკვეთები, განსაკუთრებით მისი ქვედა ნაწილი, ასევე გორიელი და მოწყობილი. შედარებით ნაკლები ზიანი მიაყენა სტიქიამ წარაფებს, თუმცა ბევრგან ყურძენი წარაფებშიც დაზიანდა.

კარდენახში ყურძენი უკვე სიმწიფეში შედიოდა და მევენახეები დაახლოებით 10 დღის შემდეგ აპირებდნენ რთველის დაწყებას. თვითმხილველთა ცნობით, სეტყვა დღეს დილასაც განმეორდა კარდენახში. ზიანის ზუსტი ოდენობა ჯერ–ჯერობით უცნობია.

კარდენახის გარდა, სტიქიის მსხვერპლი გახდა თელავის რაიონის სოფელი ნაფარეული, სადაც ძლიერმა სეტყვამ ათეულობით ჰექტარი ვენახი გაანადგურა. “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ცნობით ნაფარეულის ვენახებისა და ხეხილის ბაღების 70% დაზიანდა.

© vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123