Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიუ-იორკის აუქციონი

კრისტის სააუქციონო სახლის ნიუ-იურკის მთავარ ფილიალში გაიმართა იშვიათი ღვინოებისა და სპირტიანი სასმელების გაყიდვა. მაგარი სასმელების აუქციონზე გაყიდვა შტატის საკანონმდებლო კრების გადაწყვეტილებით ამა წლის აგვისტოში დაუშვეს. აუქციონის მოწყობა დეკემბრისთვის დაიგეგმა.

წარმატებამ მოსალოდნელს გადააჭარბა.

შოტლანდიური ვისკის, 1926 წლის Macallan-ის ერთი ბოთლი 54 ათას დოლარად გაიყიდა. ეს სასმელი მუხის კასრში ინახებოდა და ბოთლებში 1986 წელს ჩამოასხეს. აუქციონამდე მას 20-30 ათასად აფასებდნენ. სასმელი ნიუ-იურკის მცხოვრებმა შეიძინა, რომელმაც ვინაობა არ დაასახელა.

აუქციონზე ამ სასმელის ფასმა 45 ათასს მიაღწია. მაგრამ მყიდველს 20 %-იანი საკომისიო გადასახადების გადახდაც უწევს და საბოლოოდ თანხა 54 ათას დოლარს მიაღწევს.

6 ათას დოლარად გაიყიდა ვისკი, რომელიც ჯორჯ ვაშინგტონის რეცეპტით დამზადდა არც თუ დიდი ხნის წინათ აშენებულ სპეციალურ საამქროში. რეცეპტი ვაშინგტონის ჩანაწერებში აღმოაჩინეს.

ანონიმურმა კოლექციონერმა 102 ათას დოლარად შეიძინა 729 ბოთლი სკოჩის ნაკრები. სასმელები სხვადასხვა ქარხნებშია დამზადებული, ამ ქარხნებიდან ბევრი აღარც კი არსებობს. ვისკის კოლექცია დაახლოებით 70-100 ათასად იყო შეფასებული.

მოლოდინი ვერ გაამართლა 1811 წლის კონიაკმა Grande Fine Champagne, რომელიც ნაპოლეონის ცოლის, ჟოზეფინას საპატივცემულოდ იწოდებოდა. იგი 4-6 ათას დოლარად იყო შეფასებული და მხოლოდ 3600-ად გაიყიდა.

აუქციონზე 2-3 მილიონ დოლარად გაიყიდა ღვინის კოლექცია. მასში შედიოდა ათასზე მეტი ბოთლი მადერა. კოლექციის ყველაზე ძველი ბოთლი 1749 წლით თარიღდება. ამ კოლექციის შეგროვებას თითქმის 25 წელი დასჭირდა.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.