Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანი “მარის ღვინო” - მცირე მარნების ანთოლოგია (79)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- ბიზნესის დაწყება სტუდენტურ წლებს უკავშირდება. ჩვენს ოჯახში ღვინის წარმოების მრავალწლიანმა ისტორიამ დიდი გავლენა მოახდნა ჩემზე და ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა.ამ მიზნის განხორციელებაში დამეხმარა ფონდი „კრისტალი“, სადაც შესაძლებლობა მომეცა თეორიული ცოდნა მიმეღო.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ამჟამად გვაქვს: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე და ხიხვი. რა თქმა უნდა, მომავალში ვაპირებთ კიდევ ახალი ჯიშების წარმოებას, რომლებიც შედარებით ნაკლებად ცნობადია.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- დღესდღეობით ჩვენ გვაქვს ოთხი სახის ღვინო:საფერავი მშრალი,საფერავი ნახევრადტკბილი,რქაწითელი მშრალი და ხიხვი მშრალი.ეს  ღვინოები არის ნატურალური და სუფთა, არ იწამლება შხამ-ქიმიკატებით. იგი მხოლოდ კახური ტრადიციული შაბით და კირით იწამლება. სხვა პროდუქტებისგან განსხვავებით გამოირჩევა განსაკუთრებულად მოყვანის, დამუშავებისა და დაყენების პროცესით.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- პირველად გამოფენა მოეწყო თბილისი მოლის ტერიტორიაზე. არასოდეს დამავიწყდება პირველი მომხმარებელი ,რომელიც მეღვინე აღმოჩნდა. ძალიან მოეწონა ღვინო, შეიძინა კიდეც და მომცა უდიდესი მოტივაცია, რომ არასოდეს გამენებებინა თავი ამ საქმისთვის, რადგან პროდუქტი არაჩვეულებრივი იყო. ამჟამად მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ვართ.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

-ძალიან რთულია ღვინის ბიზნესში ფეხის მოკიდება, მაგრამ შეუძლებელი არაა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი კონკურენციაა, შესაძლებელია შენი ადგილი დაიკავო ხარისხიანი პროდუქციით. მნიშვნელოვანია საბაზისო ცოდნა გქონდეს, როგორც პრაკტიკაში, ისე თეორიაში.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- ყველამ ვიცით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და 8000-წლიანი ისტორია დღესაც გრძელდება.დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვევრის ღვინო.ჩემი აზრით, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიებიც დავნერგოთ ღვინის წარმოებაში. ამისათვის მნიშვნელოვანია მეღვინეებს მივცეთ ცოდნა სიახლეებთან დაკავშირებით. უნდა ვაწარმოოთ ჩვენი ძველი ტრადიციული მეთოდით და შევინარჩუნოთ ჩვენი კუტურა ღვინის წარმოებასთან დაკავშირებით, ასევე მნიშვნელოვანია დავნერგოთ ინოვაციური პროექტები, რათა არ ჩამოვრჩეთ ჩვენს დღევანდელობას.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- პირველ რიგში, უნდა უყვარდეთ ეს საქმიანობა, რადგან სიყვარულის გარეშე ამ საქმიანობაში წარმატების მიღწევა რთულია. არის ძალიან დიდი სირთულეებიც, რაც უნდა გადალახონ. წარმატების მიღწევას დიდი დრო და შრომა სჭირდება, ამიტომ მთავარია დარწმუნებული ვიყოთ ჩვენს პროდუქტში და არასოდეს არ დავნებდეთ.

მარნის მისამართი: გურჯაანის რ-ნი ს.ველისციხე

ტელეფონი: 598121295
ელფოსტა: mariswinee@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/mariswinee

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული