Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდი, სამეფო კარი და ფეხბურთი

გიგო მესხიშვილი

როგორც იქნალუდის რესტორნისთვისაც მოვიცალე. თანაც ევროპის ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა და მთელი ამ დროის მანძილზე არაერთ თამაშს ჩავუჯექი კათხით ხელში. ჰოდა ამიტომაც, გადავწყვიტე, სალუდეების სეზონიც გამეხსნა ჩემს რუბრიკაში.

რესტორან "HB სამეფო კარის ლუდში" ფეხბურთამდე რამდენიმე საათით ადრე მივედით, არ მინდოდა ფეხბურთის ჟრიამულს დამთხვეოდა ჩემი საპასუხისმგებლო ვიზიტი.

მენიუს არა უშავდა, კერძები კარგად იყო გადანაწილებული, მრავალფეროვანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ბევრი რამე არ ჰქონდათ მენიუდან. მოკლედ, საქართველოში, სანამ რამეს შეუკვეთავ, წინასწარ უნდა ჰკითხო რა არა აქვთ მენიუდან, რათა რამდენიმეწუთიანი ფიქრი და განსჯა წყალში არ ჩაგეყაროს.

ლუდი თავიდანვე შევუკვეთეთ. ჯერ HBორიგინალით, ყველაზე მსუბუქით დავიწყეთ (33–იანი კათხა, 3.60 ლარი), წყურვილი მოვიკალით და ამასობაში თინუსის სალათიც შემოვიდა (7.00 ლარი), თევზით, სალათის ფურცლებითა და კამით. კარგი შესავალი იყო, ზემოხსენებულ ლუდსაც მოუხდა და ხორბლის გაუფილტრავსაც. დადგა წვნიანების ჯერი და სიომგის უხა (12.00 ლარი) და უკრაინული ბორშიც (5.00 ლარი) მალე წამოგვეწია. სიომგის უხას ნაცვლად აჯობებდა უბრალოდ, ორაგულის უხა მიეწერათ მენიუში, სიომგისას არანაირად ჰგავდა, არც ფერით, არც გემოთი, სურნელებით თუ ცხიმიანობით. ერთი ჩვეულებრივი  განაყინი ორაგულის უხა იყო, უგემური ნამვილად არ ეთქმოდა, კარგად იყო შეკმაზული.

უკრაინული ბორში უფრო ავთენტური იყო, ღორის ხორცით და არაჟნით. ჩემს მეგობარს ძალიან მოეწონა, ისიც კი თქვა, ჩვენში ჭარხალს არ გაუმართლა და აგერ ბორშში, ჭარხალი პირველ ვიოლინოს უკრავს და სრულიად ყირაზე აყენებს ყველანაირ წარმოდგენას ჭარხალზეო. რა თქმა უნდა, ეს ბორში ძალიან განსხვადებოდა იმისგან, რასაც საქართველოში ბორშს უწოდებენ, ბოსტნეულის წითელ წვნიანს.  პამიდორში ჩაშუშული ორაგული (20.00 ლარი) ნამდვილად დღის გმირად იქცა. ჩიჟიპიჟის ან ჩახოხბილის, ანდა სულაც, პაელას გარეგნობის ეს კერძი ზუსტად იყო შეკმაზული და თევზიც კარგად იყო ჩაშუშული, ყველაფერს ამას დაუმატეთ ცოცხალი პამიდვრის ეშხი, ზომიერი სიცხარე და მიიღებთ საოცრად ჰარმონიულ კერძს, რომელიც კარგად გაგრილებულზე, ნახევარი საათის შემდეგაც გავსინჯეთ და არანაკლებ გემრიელი გვეჩვენა.

ამ კერძთან ერთად შევნიშნეთ, რომ თეფშის გამოცვლა არც კი გახსენებიათ მიმტანებს, უბრალოდ ან არ იციან, ან ვერ იცლიან, თუმცა, სულ 3–4 მაგიდა იყო დაკავებული ჩვენს იქ ყოფნაში.

შედარებით ამჟავებული გვეჩვენა დუნქელი, ანუ მუქი ლუდი (მისი ფასიც, 33–იანი კათხის, 3.60 ლარი იყო), ამიტომ ისევ არჩვეულებრივ ხორბლის გაუფილტრავს და მსუბუქ ლუდს დავუბრუნდით. ცხადია, ღვინოებისკენ არც გაგვიხედავს, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ რესტორანში მხოლოდ თელავის ღვინის მარნის ღვინოები ჰქონდათ.

ხინკალი პრინციპულად არ ავიღეთ, სამაგიეროდ ქაბაბის ცდუნებას ვერ გავუძელით და ხარფუხული (7.50 ლარი) შევუკვეთეთ, რომელიც არ აღმოჩნდა ურიგო, მაგრამ ზედმეტად ცხარე კი იყო. წინა გემოებიც დაგვავიწყა და დარჩენილი კერძების დაგემოვნებასაც თითქოს ხაზი გადაუსვა... თუმცა ლუდმა გვიშველა ისევ. დააბუჟა პირის ღრუ და ბურვაკის მოხარშული კანჭისთვისაც მოვემზადეთ (22.00 ლარი). დიდი, კამიანი კარტოფილებით გაწყობილი კანჭი ძალიან მტკნარი გემოსი აღმოჩნდა. ბევრ მარილს თუ არ მოაყრიდი, ისე ვერ გაიყვანდი სამშვიდობოს, და აბა ასე რა აზრი აქვს კანჭს?! 

ბოლოს სუფრასთან ბუზებიც შევნიშნეთ, ერთიორჯერ ავიქნიეთ ხელი, ანგარიში მოვითხოვეთ და სამეფო კარის ლუდის რესტორნის კარისკენ გავემართეთ.

HB სამეფო კარის ლუდი  –ლუდის რესტორანი

ვაჟა ფშაველას  გამზ. 20

უბანი: საბურთალო

ტელ: (+995 32) 2393113

სამზარეულო: ქართული, ევროპული

საათები: 10:00 – 12:00

ბარათები: მიიღება

ფასი: 80–120 ლარი (სადილი ორ კაცზე, ლუდის და სერვისის ჩათვლით)

პარკინგი: რესტორნის წინ

ელ-ფოსტა: არ აქვთ

საიტი: არ აქვთ

© tabula

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული