Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ დავაყენოთ წითელი კლასიკური ღვინო



შეკითხვა: 1. მეორადი დუღილი უნდა ჩატარდეს პირველადი დუღილის დამავრებისთანავე? 2. მეორადი დუღილი ტარდება დურდოზე თუ მასში მონაწილეობს მარტო ღვინო? 3. როგორ გავიგოთ მეორადი დუღილის დამთავრება? მადლობთ


1. მეორადი დუღილი უნდა ჩატარდეს ალკოჰოლური დუღილის დამთავრებისთანავე. 2. მეორადი დუღილის დროს ღვინო სასურველია იყოს ჭაჭისაგან და პირველი (მძიმე) ლექისაგან განთავისუფლებული. 3. მეორადი დუღილის დამთავრებას ორგანოლეპტიკური ანალიზითაც მიხვდებით: ა. ღვინოს არ აქვს CO2 გამოყოფის ნიშნები ("დაწყნარებულია") და ბ. მისი მჟავიანობა აღარ არის ისეთი მკვეთრი, როგორიც ვაშლრძემჟავა დუღილის დაწყებამდე იყო.


ავტორი: დავითი - 19/10/2016 გამარჯობათ, წითელი ღვინის(სახლის პირობებში,უქვევროდ)დაყენებასთან დაკავშირებით მაქვს შეკითხვები და გთხოვთ,განმიმარტოთ: 1. ვაშლ-რძემჟავური დუღილის დასაწყებად აუცილებელია თუ არა ალკოჰოლური დუღილის ბოლომდე დასრულება ანუ შაქრის ბოლომდე დაშლა, თუ ვაშლ-რძემჟავური დუღილი შეიძლება დაიწყოს ალკოჰოლური დუღილის დამთავრებამდეც? და თუ შეიძლება,რომ დაიწყოს,მაშინ,როგორ გავიგოთ მისი დაწყება? 2. ალკოჰოლური დუღილის ხელოვნურად შეჩერების შემთხვევაში(თუ მაგალითად,დაბალი ტემპერატურის გამო ალკოჰოლური დუღილი შეწყდა, შეიძლება თუ არა დაიწყოს ვაშლ-რძემჟავური დუღილი? 3.რა პირობებში და რა ტემპერატურაზე უნდა ჩატარდეს ვაშლ-რძემჟავური დუღილი? და მაქსიმუმ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ის ღვინის დურდოდან და მძიმე, პირველი ლექიდან გადაღების შემდეგ? 4.ვაშლ-რძემჟავური დუღილის პერიოდში როდის ჯობს ღვინის გადაღება - დაველოდოთ ვაშლ-რძემჟავური დუღილის დამთავრებას თუ მის დამთავრებამდეც ანუ მეორადი დუღილის დროსაც შეიძლება ღვინის გადაღება? წინასწარ გიხდით მადლობას ყურადღებისთვის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული