Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო - სპეციალური სტატუსით IWINETC 2015-ზე

ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (IWINETC) წელს მეშვიდედ, საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, გაიმართება 8-9 აპრილს, ხოლო 10 აპრილს ჩატარდება სამუშაო შეხვედრა პროფესიონალთა მონაწილეობით. წლევანდელი IWINETC-ის მთავარი მიმართულებები იქნება - პროფესიული განვითარება, კვლევა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ქსელური კომუნიკაცია და სხვ. 

ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, გამოფენა და სამუშაო შეხვედრა ყოველ გაზაფხულზე ღვინისა და კულინარიული ტურიზმის მთავარი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით. ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის 30-მდე დისკუსიას, სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს, როგორც წესი, წარმოდგენილია, 300-ზე მეტი ღვინო, 45-ზე მეტი ქვეყნიდან. 

საქართველოს ჰქონდა პატივი, გასულ, 2014 წელს ემასპინძლა კონფერენციისთვის თბილისში, წელს კი ღვინის ეროვნული სააგენტო IWINETC La Champagne-ში ერთ-ერთი მთავარი გმირის როლში წარმოგვიდგება, ოქროს სპონსორის სტატუსით.  კონფერენციის სპიკერები საქართველოდან იქნებიან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი (მოხსენების სათაური - „საქართველო - ღვინის აკვანი“) და Living Roots-ის ენოტურისტული პროექტის გუნდის წევრი, ჯონ ვურდემანი (მოხსენების სათაური - „მდგრადი ღვინის ტურიზმი - მრავალფეროვანი ადგილობრივი ტრადიციების აღნიშნვა და გაძლიერება“. კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ენოლოგები, ენოტურიზმის მკვლევარები, ენოტურისტული პროექტების ავტორები, ღვინის ჟურნალისტები და მწერლები აშშ-დან, ავსტრალიიდან, ხორვატიიდან, საფრანგეთიდან, ჩინეთიდან, არგენტინიდან, კანადიდან და დიდი ბრიტანეთიდან. 

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული