Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში უხვ მოსავალს ელიან

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის მრეწველობის ასოციაციის საინფორმაციო განყოფილების (South African Wine Industry Information & Systems)  ცნობით, 2011 წელს ქვეყანაში დაახლოებით 1,35 მილიონ ტონა ყურძნის გადამუშავებას ვარაუდობენ, რაც გასულ წელთან შედარებით 7,3%-ით მეტია. ამგვარი ოპტიმისტური პროგნოზის მიზეზს შესანიშნავი ამინდები და ვენახებში სოკოვანი დაავადებების არარსებობა იძლევა. თუმცაღა, ასეთი უხვი მოსავლის შედეგად გაუყიდავი ღვინის მარაგი 348,8 მილიონი ლიტრიდან, სავარაუდოდ,  393,4 მილიონ ლიტრამდე გაიზრდება.

ღვინის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას დღესდღეობით მეშვიდე ადგილი უკავია. მიუხედავად წარმოების ტემპის ზრდისა, ქვეყნის შიგნით ღვინის მოხმარების ინდექსი 1993 წლის მაჩვენებელს ვერ გასცდა - თითოეულ მცხოვრებზე საშუალოდ წელიწადში 7,5 ლიტრი ღვინო მოდის.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული