Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამი საუკეთესო აპლიკაცია ღვინის მოყვარულთათვის

დღეს ბაზარზე ღვინის უამრავი სახეობაა წარმოდგენილი და იმდენად დიდი არჩევანია, რომ ამან შეიძლება მყიდველი დააბნიოს კიდეც. საბედნიეროდ, ღვინის მოყვარულთათვის არსებობს აპლიკაციები, რომელთაგან საუკეთესოებს, cnet.com-აზრით, ამ სტატიაში გაეცნობით.

 

Vivino

ეს აპლიკაცია ყველაზე პოპულარულია ღვინის მოყვარულებში, როგორც მათ საიტზეა აღნიშნული, 50 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ. ღვინის ბოთლის ეტიკეტის ფოტოს გადაღების შემდეგ აპლიკაცია გაწვდის ინფორმაციას ამ ღვინის საშუალო რეიტინგის, ფასის, ყურძნის ჯიშის, მარნის, რეგიონისა და ქვეყნის შესახებ. ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა მომხმარებლების რევიუებსა და შეფასებებს, დაამატოთ საკუთარი შეფასება. დროთა განმავლობაში აპლიკაცია თავად შემოგთავაზებთ თქვენს გემოვნებაზე მორგებულ ღვინოებს და სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მოგართმევთ კიდეც. აღსანიშნავია, რომ აპლიკაცია ლუდისა და სხვა სასმელების ამოცნობასაც ახერხებს, მაგრამ მის მომხმარებლებში ეს მიმართულება, ღვინოსთან შედარებით, ნაკლებად პოპულარულია.

Vivino ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.

 

Wine-Searcher

ამ აპლიკაციის საშუალებით, ანგარიშის რეგისტრაციის გარეშე შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება ღვინის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების შესახებ. აპლიკაციაში ატვირთულია ღვინის სფეროში მოვაჭრე 55 ათასზე მეტი ობიექტის 8 მილიონზე მეტი შეთავაზება. აპლიკაციის მეშვეობით  შესაძლებელია  ამა თუ იმ პროდუქტის გამყიდველთან უშუალოდ დაკავშირება, ფასების შედარება და სასურველი სასმლის შეძენა.

Wine-Searcher ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.

 

Wine Spectator WineRatings Plus

გამოცემა Wine Spectator-ს ღვინის რეიტინგების ბიბლიასაც უწოდებენ, ამიტომ საკვირველი არაა, რომ მისი აპლიკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. მისი გამოწერა თვეში 2.99$ დაგიჯდებათ, მაგრამ სამაგიეროდ მიიღებთ წვდომას გამოცემის რევიუებსა და რეიტინგებზე, სასარგებლო რჩევებსა და საინტერესო სტატიებზე ღვინის სფეროში.  

Wine Spectator WineRatings Plus ხელმისაწვდომია iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვის.

 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული