Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ექსპორტის მონაცემები - 2018 წლის პირველი კვარტალი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის პირველ კვარტალში, ქართული ღვინის ექსპორტი 24%-ით გაიზარდა.

2018 წლის იანვარ-მარტში, საქართველოდან, მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17,7 მლნ ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

 ექსპორტი გაიზარდა როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233220), იაპონია - 230% (53160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37740), საფრანგეთი - 71% (24248), ყაზახეთი - 85% (877494), ჩეხეთი - 68%(18888), ლატვია - 61% (412626), ნიდერლანდები - 46% (21993), გერმანია - 38% (136222), უკრაინა - 36%(1771928), პოლონეთი - 32% (740922), ესტონეთი - 28% (120246), რუსეთი - 28% (11511830), ისრაელი - 24% (52722,  აშშ - 3% (68620), და სხვა.      

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი  (11511830), უკრაინა (1771928),  ჩინეთი  (1117138), ყაზახეთი  (877494) და პოლონეთი (740922). 

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი 2018

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული