Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სამშობლოში დაბრუნება — დავიწყებული იტალიური ჯიშები

Timorasso

Timorasso

საერთაშორისო ჟურნალ Decanter-ში ვაზის იტალიური ჯიშების შესახებ სტატია დაიბეჭდა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად შეიცვალა იტალიური მევენახეობის ლანდშაფტი, რაც უმეტესწილად მომხმარებლების, მწარმოებლებისა და კრიტიკოსების მივიწყებული ვაზის ჯიშებისადმი გამორჩეულმა ენთუზიაზმმა და ყურადღებამ განაპირობა.

მეღვინეებმა საბოლოოდ დაინახეს თავიანთი ქვეყნის მშობლიური ჯიშების პოტენციალი და მათ მიმართ ნდობაც დაიბრუნეს, ათწლეულების განმავლობაში არსებული ტენდენცია, რომელიც საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტილის მიბაძვაში მდგომარეობდა, შეიცვალა.

ვაზის ისეთი ჯიშები, როგორიცაა Sangiovese, Montepulciano, Barbera და Trebbiano Toscano, ასევე Glera, Primitivo, Nero d'Avola და Catarratto ა.შ. დიდწილად კონკრეტული რეგიონებით შემოიფარგლება, ეს ჯიშები 2022 წლის მონაცემების მიხედვით ქვეყანაში არსებული ყურძნის 40%-ს შეადგენს. შესაბამისად, მათ განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს.

მიუხედავად იმისა, რომ იტალია გეოლოგიური თუ კლიმატური ცვალებადობით გამორჩეული ქვეყანაა, აქ გაშენებული ვაზის ჯიშები მაინც უსაზღვროდ მრავალფეროვანია, თუმცა ის ფაქტი, რომ ბევრი ჯიში დღემდე უცნობი იყო, გარკვეულწილად განაპირობა იმან, რომ ქვეყანა 1861 წლამდე ერთიანი არ ყოფილა.

იტალიის ვაზის ჯიშების Catalogo di Vite ეროვნულ რეესტრში, ამჯერად 600-ზე მეტი ვაზის ჯიშია შესული, თუმცა სულ მცირე ათობით სხვა ჯიში არსებობს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი და აღმოჩენილი.

ძირძველი ჯიშების ხელახლა აღმოჩენა შეიძლება გადამწყვეტი იყოს მომავალი გამოწვევების, განსაკუთრებით კლიმატის ცვლილების მოსაგვარებლად. გარდა ამისა, ზოგიერთი ჯიში, რომელიც აქამდე სანდო რეპუტაციით არ სარგებლობდა, ერთგვარად გადაფასების ფაზაშია, როგორც მწარმოებლების, ასევე მომხმარებლების მიერ.

დავიწყებული ჯიშები: ახალი სახე იტალიურ მევენახეობაში

ბოლოდროინდელი განვითარებები მოწმობს, რომ ნულიდან დაწყება ხშირად უფრო ადვილია, ვიდრე უკვე არსებული რეპუტაციის შეცვლა, განსაკუთრებით თეთრი ვაზის ჯიშებისთვის. მწარმოებლები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ ტიმორასოზე, სამხრეთ პიემონტის სულ უფრო პოპულარულ თეთრ ყურძენზე, ხშირად ამტკიცებენ, რომ „დავიწყება ერთგვარი კურთხევაა“.

Freisa

Freisa

პიონერმა ვალტერ მასამ ამ ჯიშების გადარჩენა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო და დაამტკიცა მათი კონკურენტული უპირატესობა სხვა ყურძენთან შედარებით, მაგალითად ვაზის ჯიშები - Cortese ან Verdicchio, რომლებსაც მსოფლიო დონის პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ არ სარგებლობენ შესაბამისი რეპუტაციით.

მიუხედავად ამისა, მწარმოებლებისთვის, თეთრი ყურძნის ხარისხის პოტენციალის ხელახალი შეფასება ისეთივე აქტუალურია, როგორც მივიწყებული ჯიშების ხელახლა აღმოჩენა.

იშვიათ იტალიურ ვაზის ჯიშებს შორისაა: Catarratto, Grignoliano, Freisa, Ruche, Timorasso, Trebbiano Spoletino, Rossese di Dolceacqua, Malvasia del Lazio.

Catarratto

Catarratto

ვაზის იტალიურ ჯიშად ითვლება ის, რომელიც „იტალიას საუკუნეების განმავლობაში თავის სახლად მიიჩნევდა“, ასეთი ჯიშების რაოდენობა დ’აგატას თქმით, 500-ზე მეტია, თუმცა იქ, ძველ და მივიწყებულ პატარა ვენახებში, ჯერ კიდევ ბევრია აღმოსაჩენი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე კვლევების შედეგად დადგინდა, რომ იტალიაში ვაზის მრავალი ჯიში იყო შემოტანილი ანტიკურ ხანაში, ხშირად ფინიკიელი, რომაელი ან ბერძენი მოგზაურების მიერ.

თუმცა, როგორც დ'აგატა ამბობს: „დღეს იტალიაში ვაზის მრავალი უძველესი ჯიში მინიმალურ მსგავსებას ამჟღავნებს თავიანთ დაბადების ადგილთან და, შესაბამისად, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში იტალიის მშობლიურ ჯიშებად უნდა ჩაითვალოს“

ანალოგიურად, უმბრიაში, მონტეფალკოს შემოგარენში, Trebbiano Spoletino-ს პოპულარობის გაზრდა მიანიშნებს თეთრი ჯიშების აღორძინებაზე იმ ადგილებში, რომლებიც დიდი ხანია აქცენტს წითელ ღვინოზე აკეთებენ.

ფაქტი, რომ თეთრი ღვინის მოხმარება გაიზარდა, დავიწყებული თეთრი ჯიშების აღზევებაზე მიანიშნებს, რომელიც თავდაპირველად, ქალაქ სპოლეტოს შემოგარენში არსებულმა ახლა უკვე გაუქმებულმა ღვინის კომპანიამ გადაარჩინა.

ამასთან, ოდესღაც მიტოვებული ჯიშების გამრავლება დაიწყეს ადგილობრივმა მწარმოებლებმაც, რომელთა შორის იყო Antonelli, Tabarrini და Tenuta Bellafonte.

„სხვა უმბრიული თეთრი ჯიშებისგან განსხვავებით, ეს ჯიშები სხვადასხვა ღვინის წარმოებაშიც გამოიყენება, ჩვენ გვჯერა, რომ უახლოეს წლებში მათი გამოყენება გაიზრდება“ - განმარტავს მასიმილიანო კაბურაცი.

იტალიის ძირძველი ვაზის მემკვიდრეობის აღდგენა და გაცოცხლება დიდი გამოწვევაა მწარმოებლებისთვის, რელიქტური ჯიშების აღდგენის მიზნით უამრავი პროექტი ხორციელდება. ხელახლა აღმოჩენილი ჯიშები მომავალში შეიძლება ღვინის წარმოებაში გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

განსაკუთრებულია სიცილიის რეგიონი, სადაც ბიომრავალფეროვნების პროექტის მეშვეობით გადარჩენილი ყურძენი გამორჩეულად მდგრადი აღმოჩნდა სიცხისა და გვალვის მიმართ.

ძალიან რთულად დასამზადებელია გამაგრილებელი ღვინო, ყველაზე პოპულარული სტილი ძველ დროში, ამბობს მასიმო პადოვა, Riofavara-ს მფლობელი, რომელმაც გააშენა თეთრი Cutrera, Recunu და Rucignola. ერთადერთი კომერციული ღვინო, რომელიც დამზადებულია მხოლოდ ამ ყურძნისაგან არის Nsajàr Vigna Miucia, გამოირჩევა მჟავიანობის წარმოუდგენლად მაღალი დონით და მასში ალკოჰოლის შემცველობა 12,5%-ია.

ეს არის შეხსენება, რომ დიდი ხნის წინ დაკარგული ვაზის მრავალფეროვნების აღდგენა არის გზა თანამედროვე საკითხებზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული