Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საინტერესო ღვინის რეგიონები 2024 წლისთვის

სომელიეები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე ღვინის რეგიონი ამ წელს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდება: “ყურადღებას იმ რეგიონების ღვინოებზე ვამახვილებთ, რომლებიც მსოფლიოში არც თუ ისე აქტუალურია, მაგალითად, ჩვენს ამჟამინდელ სიაში ფავორიტი კვიპროსული ღვინოა, რომლის ვაზის ჯიშის შესახებაც აქამდე არასოდეს გვსმენია” - ამბობს დანიელ მილერი, სომელიე 167 Oyster Bar-დან. სტატიას ქეით დინგოლი წერს, ღვინის მწერალი და სომელიე.

ბერტილ ჟან-ქრონბერგი, Bonde Fine Wine Shop-ის მფლობელი და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი სომელიე ვარაუდობს, რომ წელს უფრო მეტი ღვინო იქნება პოპულარული ისეთი რეგიონებიდან, როგორიცაა ლონგ აილენდი, მიჩიგანი, კანადა, სომხეთი, უნგრეთი, იაპონია და ა.შ.

ნიკოლას შულმანი, RPM Italian-ის ღვინის დირექტორი ვაშინგტონში, “თეთრ ლოტუსს” (სერიალს) საკმაოდ პოპულარულ ფილმს Sideways-ის ადარებს და ამბობს, რომ როგორც მაშინ მოახდინა ფილმმა კალიფორნიის მერლოს მოთხოვნაზე საკმაოდ დიდი გავლენა, მასაც იგივე ეფექტი მოჰყვება სიცილიურ ღვინოებზე: „ჰოლივუდის ეფექტს ღვინოზე არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს! HBO-ს White Lotus-ის მეორე სეზონი მეგაჰიტი იყო და გამოიწვია სიცილიური ღვინის მოთხოვნათა ზრდა, რომელიც ჩვენს კომპანიასაც დაეტყო. „სიცილიის აქტიური ვულკანი, სახელად ეტნა განსაკუთრებულ მიწასა და ნიადაგს ქმნის, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ღვინოები იწარმოება.“ ამბობს შულმანი.

სიცილიურ ღვინოებზე სემ ბოგიც საუბრობს, Flour + Water Hospitality Group-ის ხელმძღვანელი, რომელიც აღნიშნავს, რომ რესტორანში მართლაც რომ უფრო და უფრო პოპულარული ხდება სიცილიური სხეულიანი წითელი და მსუბუქი თეთრი ღვინოები.

დანია დეგენი ვაშინგტონში Meli-ს სარესტორნო კომპანიის ხელმძღვანელია, რომელიც აღნიშნავს, რომ თუ წლების წინ მხოლოდ სანტორინის ასირტიკოს კითხულობდნენ სტუმრები, თანდათან განსაკუთრებით პოპულარული გახდა მანდილარი და კოსტფალი. მისი აზრით ეს იმას უკავშირდება, რომ ამერიკელებმა ახალ-ახალი ადგილები აღმოაჩინეს საბერძნეთში, განსაკუთრებით ხშირად კი კრეტული ღვინოებით ინტერესდებიან.

La Fête Wine Co-ისა და The Black Owned Wine Review-ის დამფუძნებელი რეი შოლსი მიიჩნევს, რომ სამხრეთ აფრიკა ტოპ რეგიონებში შევა 2024 წელს: “სამხრეთ აფრიკა ძალიან აქტიურია, განსაკუთრებით პოპულარულია შენინ ბლანი. განსაკუთრებით მიმზიდველია მიმზიდველია შარდონეს, პინო გრიჯიოსა და სოვინიონ ბლანის მოყვარულებისთვის.

ამ საინტერესო რეგიონების ჩამონათვალში შედის სომხეთიც, სადაც Voskehat, Areni Noir და Tozot ამერიკაში მეტად ცნობილი ხდება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული