Home
ქართული | English
მაისი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური მეღვინის დაპატიმრებული ღვინო

სებასტიან დავიდი ფრანგი მეღვინეა, რომელიც საქართველოში არაერთხელ არის ნამყოფი და მას ქართველი მეღვინეებიც კარგად იცნობენ, როგორც ქვევრში ღვინის დაყენების მეთოდის დამცველსა და გულშემატკივარს. მისი წინაპრები მეღვინეობას 1634 წლიდან მისდევდნენ სან-ნიკოლა-დე-ბურგოიში (Saint Nicolas de Bourgueil), ლუარას ხეობაში, სადაც დღეს სებასტიანს 15 ჰექტარი ფართობის ვენახში კაბერნე ფრანი აქვს გაშენებული და ბიოდინამიკურ მეღვინეობას მისდევს: ვენახსა და მარანში ყოველგვარი დანამატების შეტანის გარეშე, ჩამოკიდებულ ამფორებში, სახელოვან Coef-ს აყენებს.

დაახლოებით 6 თვის წინ DGCCRF (კონკურენციის, მოხმარების და ფალსიფიკაციასთან ბრძოლის გენერალური სამსახური) თანამშრომლებმა მისი სახლიდან ამოიღეს 3 ბოთლი Coef 2016, რომელიც ორგანოლეპტიკური შემოწმების შედეგად უნაკლო იყო, თუმცა ანალიზის აღების შემდეგ მასში მქროლავი მჟავეების დაშვებულზე მაღალი დოზა აღმოჩნდა. გენერალური სამსახური თანამშრომლებმა 2078 ბოთლი ღვინო დააპატიმრეს. სებასტიანმა სტრასბურგიდან გამოითხოვა ნებართვა, რომ დაპატიმრებული ღვინიდან 2 ბოთლის ამოღების უფლება მიეცათ, გააკეთებინა 2 ლაბორატორიული ანალიზი (იმავე „აპარატზე“ და იმ ლაბორატორიაში, რომელმაც ეს „აპარატები“ სახელმწიფოს მიჰყიდა), და შედეგად აღმოჩნდა, რომ ღვინოში მქროლავი მჟავა ნორმაში იყო. ამის მიუხედავად, პრეფექტმა დაპატიმრებული ღვინის განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებამ საფრანგეთის ნატურალურ მეღვინეთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. გარდა იმისა, რომ მეღვინეებმა სებასტიან დავიდის მხარდასაჭერი პეტიცია შეადგინეს, ისინი ასევე დაესწრებიან სასამართლო სხდომას, რომელიც ორლეანში, მიმდინარე წლის 10 მაისს არის დადგეგმილი. სებასტიან დავიდის ადვოკატი არის ერიკ მორენი, ცნობილი ადვოკატი, რომელსაც არაერთი ნატურალური მეღვინე დაუცავს საფრანგეთის ადმინისტრაციის წინაშე.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.