Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში რობოტი-მევენახე შექმნეს

ფრანგმა გამომგონებელმა კრისტოფ მილომ შექმნა რობოტი-მევენახე, რომელსაც სახელად Wall-Ye V.I.N  უწოდა. მექანიკურ მევენახეს ოთხი ბორბალი და 2 ხელი აქვს, თვალების მაგივრობას კი 6 ვიდეოკამერა ასრულებს. რობოტის შემქმნელის თქმით, მას შეუძლია ვაზი გასხლას, გაფურჩნოს,  აგრეთვე მოიპოვოს და შეინახოს ინფორმაცია ნიადაგის ნაყოფიერების დონის შესახებ. ის კარგად ორიენტირდება გარემოში, შეუძლია დანახული ობიექტის ამოცნობა და ვენახის დეტალური რუკის შედგენა. ბორდოელი  მევენახეები მზად არიან, საკუთარი ვენახები ამ ახალი მოწყობილობის  გამოსაცდელ პოლიგონად გამოიყენონ. რობოტ Wall-Ye V.I.N-ის ფასი 25 ათასი ევროა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.