გამოქვეყნებულია: 18 ნოემბერი, 2013 - 14:31
იაპონელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ რატომ ამოდის ბოთლიდან საცობის ამოღებისთანავე უსიამოვნო სუნი. როგორც ირკვევა, “მთავარი დამნაშავე” არის ქიმიური ნივთიერება ტრიქლოროაცეტული მჟავა (TCA), რომელიც საცობიდან ხვდება სასმელში. მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ თავად ამ ნივთიერებას სუნი არ აქვს. ის მხოლოდ ახშობს ყნოსვის რეცეპტორებს. ტვინი კი რეცეპტორების დახშობას უსიამოვნო სუნად აღიქვამს. მიღებული შედეგების წყალობით მეცნიერები შეეცდებიან შექმნან ისეთი ნივთიერება, რომელიც ამ “უსუნობას” გადაფარავს. ეს კი თავის მხრივ მეღვინეებს სტიმულს მისცემს, რომ საკუთარი პროდუქცია კიდევ უფრო გააუმჯობესონ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი