Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველი ნატურალისტი მეღვინეები კატალონიაში

რამდენიმე დღის წინ კატალონიაში ნატურალური ღვინისადმი  მიძღვნილი ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა. ერთი გამოფენაა, H2O Vegetal, რომელიც პატარა ქალაქ პრენაფეტაში (Prenafeta) გაიმართა და მეორე, საერთაშორისო კონფერენცია The World of Natural Wines, ბარსელონაში.

ამ გამოფენაზე ქართველი მეღვინეები უკვე 2 წელია იღებენ მონაწილეობას – ოქრო ღვინო, ნიკოლაძის მარანი, ხოხბის ცრემლები და ნიკი ანთაძის მარანი. მეღვინეების, ლაურეანო სერესისა (Laureano Serres)  და ხუან რამონ ესკოდა მარტინესის (Joan Ramon Escoda Martines) მიერ მოწყობილი ეს ღონისძიება ერთ–ერთ გამორჩეულ პროფესიულ ღვინის ფორუმად ითვლება კატალონიაში, სადაც სტუმრად ძალიან ბევრი ღვინის მოყვარული, ექსპერტი, სომელიე, ღვინის მწერალი და რესტორნის მფლობელი მოდის.

როგორც ქართველი მონაწილეები ამბობენ „ღვინის საინფორმაციო ცენტრთან“ საუბარში, წელს განსაკუთრებული აქცენტი ქართულ ტრადიციულ, ქვევრის ნატურალურ ღვინოზე იყო გაკეთებული.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული