Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრანგეთში ღვინის წარმოება იკლებს

საფრანგეთს შესაძლოა წელს ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებლის წოდება იტალიამ ჩამოართვას, რადგან ექსტრემალურმა ამინდებმა მეღვინეობის პროცესი კვლავ შეაფერხა. საფრანგეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზების მიხედვით, წელს ღვინის წარმოება 40-43 მილიონ ჰექტოლიტრამდე იქნება, რაც ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე (44.2 მილიონი) დაბალია და ბევრად ჩამორჩება გასული წლის 47.9 მილიონ ჰექტოლიტრიან წარმოებას.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ზაფხულის დასაწყისში ნესტიანმა ამინდებმა მავნებელი სოკოს (ჭრაქის) გავრცელება გამოიწვია, რამაც უმეტესად ღვინის რეგიონებზე იმოქმედა და იმ ადგილებში, სადაც პრობლემა განსაკუთრებით გავრცელდა, მოსავლის მნიშვნელოვანი დანაკარგებია მოსალოდნელი.

გარდა ამისა, დასახელდა ვაზის ფოთლების, ყვავილების და ახალგაზრდა ნაყოფიის დაავადებები, რაც ასევე გრილი და ნესტიანი ამინდების შედეგი იყო ყვავილობის პერიოდში. თუმცა, მთავრობის განცხადებით, მუდმივი ნალექის შედეგად წარმოქმნილმა ნესტიანმა ნიადაგმა შესაძლოა შეამციროს წარმოების ვარდნა, რადგან ვეგეტაცია ამჟამად დაახლოებით ერთი-ორი კვირით ჩამორჩება გასული წლის ციკლს.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული რეგიონების პროგნოზები ჯერ არ გაკეთებულა, მთავრობამ აღნიშნა, რომ უფრო დაბალია მოსალოდნელი წარმოება შამპანში გაზაფხულის ყინვებისა და სეტყვის გამო.

ასევე, ბორდოში, სადაც ვაზის ამოძირკვის პროგრამა მიმდინარეობს, რომელიც, როგორც drinks business იუწყება, შეფერხებულია, მოსავლის შემცირება მოსალოდნელია და, სავარაუდოდ, 2023 წლის მაჩვენებლებს ჩამორჩება. გასულ წელსაც ძლიერი სოკოვანი დაავადები შეინიშნებოდა, რაც „გამორჩეული იყო უპრეცედენტო მასშტაბით დამუშავებულ ნაკვეთებზე, განსაკუთრებით მერლოს ჯიშზე." ბორდოში აგრარული ორგანოს მიერ ცხელ ხაზიც კი შეიქმნა, რათა დაზარალებულ მევენახეებს დახმარებოდა მეორე ჭრაქის შედეგად გამოწვეულ ზიანთან გამკლავებაში.

ეს ინფორმაცია გასული წლის ევროპაში ბოლო ორი ათასწლეულის ყველაზე ცხელი ზაფხულის ფონზე მოდის, რომელმაც იტალიაში სასოფლო-სამეურნეო წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა, რის შედეგადაც 2023 წელს საფრანგეთმა ღვინის წარმოების პირველობა მოიპოვა.

იტალიაში ფერმებმა 2023 წელს წარმოების 3.9%-იანი ვარდნა დააფიქსირეს, ხოლო ვაზის, ხილისა და ზეთისხილის რაოდენობა 11.1%-ით შემცირდა, იტყობინება ეროვნული სტატისტიკური სამსახური. მთლიანობაში, იტალიაში ღვინის წარმოება 17%-ით შემცირდა, რადგან ტემპერატურის ზრდა 2023 წლის შემოდგომამდეც გაგრძელდა. ასევე, სეტყვამ მეღვინეობის ბევრი რეგიონი დააზარალა: "ჯერ უცნობია, თუ როგორი იქნება იტალიის წარმოება წელს, თუმცა პროსეკოს მწარმოებლებმა უკვე გააკეთეს გაფრთხილებები სეტყვისა და სხვა მძიმე ამინდის მოვლენების სავარაუდო გავლენაზე." - ვკითხულობთ სტატიაში

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული