Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსები სომხურ კონიაკს აღარ წყალობენ

სომხური კონიაკისთვის ტრადიციული რუსული ბაზარი ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად ინტერესდება ამ პროდუქტით. 2010 წელს სომხური კონიაკის გაყიდვები რუსეთში 20%-ით, ხოლო მსოფლიო მასშტაბით 26%-ით შემცირდა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო REGNUM–ს ერევნის კონიაკის ქარხანა ,,არარატის” დირექტორმა არა გრიგორიანმა განუცხადა. თუკი შევადარებთ კრიზისამდელ, 2008 წლის მონაცემებსა და 2010 წლის პირველი ხუთი თვის გაყიდვების შედეგებს, ნათელი გახდება, რომ კონიაკის რეალიზაციამ 55%-ით იკლო, - ამბობს გრიგორიანი, თუმცა იქვე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ადგილობრივი სამომხმარებლო ბაზარი თანდათანობით ფეხზე დგება და დღეს სომხეთში, რუსეთისა და უკრაინისგან განსხვავებით, უწინდელზე მეტი კონიაკი იყიდება. ორ უდიდეს ბაზარზე – რუსეთსა და უკრაინაში პროდუქტის რეალიზაციის კლებას გრიგორიანი იმით ხსნის, რომ მომხმარებელი ხარისხიან და, შესაბამისად, ძვირადღირებულ კონიაკს ხშირად იაფფასიანსა და უხარისხოს ამჯობინებს. საგულისხმოა, რომ სომხური წარმოების პროდუქტის გაყიდვების მაჩვენებელმა არა ძვირფასი, არამედ სამვარსკვლავიანი კონიაკების სეგმენტში იკლო.

            რაც შეეხება რუსულ კონიაკს, აქ პირიქით, გაყიდვების ზრდა შეინიშნება. ყველაზე იაფფასიანი რუსული კონიაკის (რომელიც ყველაზე იაფფასიან სომხურ კონიაკზე ორჯერ ნაკლები ღირს) გაყიდვების მაჩვენებელი 14%-ით გაიზარდა.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“


სომხურ სასმელს კიდევ კონიაკის სახელით ასხამენ? ეგ ხომ იდეაში უბრალოდ სომხური ბრენდია?

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული