Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რქაწითელის კულტივირება საფრანგეთში ოფიციალურად შესაძლებელია

რქაწითელი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია, 29 მარტს ოფიციალურ ჟურნალში (Journal officiel de la République française) გამოქვეყნებული დადგენილებით საფრანგეთის ვაზის ჯიშების კატალოგში შევიდა, რომლის ნერგებიც, სავარუადოდ, ევროკავშირში გაიყიდება. ინფორმაციას Vitisphere გვაწვდის.

როგორც ვკითხულობთ, რქაწითელი ფრანგული colombard-ის მსგავსია. მისი გამოყენება კი სწორედ ამის გამო განსაკუთრებით მოთხოვნადი იქნება გასკონიელი მეღვინეებისთვის: “რქაწითელი 10 ყველაზე კულტივირებულ თეთრ ვაზის ჯიშებს შორისაა და საფრანგეთისთვის, ფაქტობრივად, უცნობია. ამ ყურძნით შეიძლება ძალიან მაღალხარისხიანი თეთრი მშრალის ისევე, როგორც ნატურალური ტკბილი ღვინის დაყენება. ფრანგი მეღვინეები ამ ვაზის ჯიშში ხედავენ კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის გზას, რადგან რქაწითელი მაღალმჟავიანი, გვიანი მოსავლის ყურძენია.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

ფრანგული ვაზისა და ღვინის ინსტიტუტის (IFV) მიერ ათი წლის წინ ჩატარებული ცდების მიხედვით, რქაწითელი საკმაოდ ხანგრძივ სხვლასა და მოვლას საჭიროებს, თუმცა საბოლოოდ ვიღებთ ნაყოფიერ მოსავალს, რომელიც მსხვილ, დიდ მტევნებს (300 - 400გმ-მდე) ისხამს. გარდა ამისა, რქაწითელი კარგად უმკლავდება ზამთრის ყინვებსა და ვაზის ჭრაქს (მილდიუს) ისევე, როგორც ბოტრიტს (სოკოვან დაავადებას): “რქაწითელს აქვს შესანიშნავი გემური და არომატული პროფილი და სრულად ერგება Côtes-de-Gascogne-ის (დაცული გეოგრაფიული აღნიშვნის) ღვინის სტილს” - წერენ vitisphere-ზე. 

რქაწითელი საქართველოს გარდა მოჰყავთ უკრაინაში, სომხეთში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში, ასევე ახალ ზელანდიაში და ავსტრალიაში. ამერიკაში რქაწითელი ყველაზე გავრცელებულია ორენჯის ოლქში, ვირნიჯიასა და ნიუ-იორკის Finger Lakes-ის გარშემო, სადაც კლიმატი ძალიან ჰგავს საქართველოსას. რქაწითელის მცირე ვენახები არის კალიფორნიასა და კოლორადოშიც. სტატიას გაეცნობით magazine Wein-ის გვერდზე. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.