Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ბორდოში – vinexpo 2009

მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, უკვე რამდენიმე წელია რაც მსოფლიოში ერთერთ უდიდეს გამოფენაზე “ვინექსპო” ერთი დღე და სპეციალური სივრცე ეთმობა ბიოდინამიური ღვინოების ელიტურ ჯგუფს, “დარუნება ტერუართან“. ამ ჯგუფში მოსახვედრად აუცილებელია, როგორც ვენახების მოვლა ბიოდინამიკის პრინციპების გათვალისწინებით, ასევე უმეტეს თანამედროვე ენოტექნოლოგიურ ხერხებზე უარის თქმა. მაგალითად, ჯგუფის წესდებით აკრძალულია, სელექციური საფუარების, გამწებავი საშუალებების, წვრილი ფილტრების, ოსმოსური ტექნოლოგიების გამოყენება. ჯგუფის წევრთა ღვინოები გადიან ყოველწლიურ უმკაცრეს სადეგუსტაციო შემოწმებას.

2009 წლის 23 ივნისს ქალაქ ბორდოში კონგრესების სასახლის საგამოფენო სივრცეში ზემოთ ნახსენებ ჯგუფთან ერთად პირველად წარსდგა ღვინის ქართული კომპანია “თავად მაყაშვილის მარანი”. ჯგუფის მესვეურთა თქმით, წლევანდელი გამოფენა დამთვალიერებელთა მანამდე არნახული სიმრავლით გამოირჩეოდა. მომსვლელთა შორის ჭარბობდნენ პროფესიონალები – ჟურნალისტები, ნეგოციანტები, კავისტები, მეცნიერი და პრაქტიკოსი მეღვინეები მთელი მსოფლიოდან, რაც უდავოდ მოწმობს მევენახეობა-მეღვინეობის ამ სეგმენტის პოპულარობის ზრდას.
“თავად მაყაშვილის მარანმა” ბორდოში წარადგინა ქვევრის ორი ღვინო: 2006 წლის ჭაჭა-კლერტზე დადუღებული რქაწითელი, სოფელ კარდანახის წარაფიდან, და 2007 წლის ანსამბლაჟი რქაწითელი, მწვანე, ხიხვი სოფელ ბაკურციხის ლეღვიანის მამულიდან, უდედოდ დაყენებული. ორივე ღვინომ სპეციალისტების დიდი მოწონება დაიმსახურა, ბევრი მათგანის შეფასებით კი აქ წარმოდგენილ თეთრ, მშრალ ღვინოებს შორის საუკეთესო სწორედ ქართული ღვინოები იყო.  
           
© vinoge.com
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული