Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის ექსპორტის მიმოხილვა - 2023 წლის იანვარი - ივნისი

ქართული ღვინის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა ბოლო მონაცემებით ტენდენციებში გარკვეული ცვლილებები ფიქსირდება. 2023 წლის 6 თვის ექსპორტსა და ღვინის სექტორის ზოგად მიმოხილვას გთავაზობთ, რომელიც კიდევ უფრო დეტალური ანალიზის საშუალებას მოგვცემს.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებიდან ვკითხულობთ, 2023 წლის იანვარი - ივნისის პერიოდში სულ 43 425 381, 55 ლიტრი ღვინის ექსპორტი მოხდა, რაც გასულ წელთან შედარებით 27%-ით მეტია. საქართველოსთვის პირველი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, სადაც 6 თვის განმავლობაში 30 მლნ-ზე მეტი მეტი ბოთლი ღვინო გაიგზავნა, ეს კი გასულ წელთან შედარებით 40%-ით მეტია, შარშან იმავე პერიოდში რუსეთში გაგზავნილი ღვინოების რაოდენობა 21,5 მლნ იყო. მეორე ადგილას პოლონეთია, სადაც 2 670 100 ლიტრი ღვინის ექსპორტი მოხდა, თუმცა უკრაინაში, რომელიც კვლავ მესამე ადგილასაა, თითქმის ორჯერაა გაზრდილი გაგზავნილი ღვინოების რაოდენობა, რიცხვი 2 286 275-ს უდრის, რომელიც გასულ წელს 1 290 070-ს შეადგენდა. ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბელორუსში (125%-ით), სადაც ექსპორტირებული 1,5 მლნ. ლიტრი ღვინოა პირველი ექვსი თვის განმავლობაში, აშშ-ში კი, ფაქტობრივად, მონაცემები იგივეა, რაც შარშან იყო (434 044 ლ.). ექსპორტი შემცირებულია ჩინეთში 17%-ით, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს, უკრაინის შემდეგ ყველაზე მეტი ღვინო სწორედ ჩინეთში გაიგზავნა. 

მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება თურქეთში (240%). ქვეყნიდან თურქეთის მიმართულებით 162 700 ლიტრის ღვინის ექსპორტი ფიქსირდება, ასევე კორეის რესპუბლიკაში, სადაც თუ შარშან მხოლოდ 43 576 ლიტრი ღვინო გაუშვეს, წელს ეს რიცხვი 28 000-ს აღემატება. უზბეკეთშიც გასულ წელთან შედარებით 82%-ით მეტი ღვინო გაიგზავნა, რაც 55 500-ია. იგივე ტენდენციაა ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. ბელგიაშიც კორეის მსგავსად 5-ჯერ მეტია გაგზავნილი ღვინოების რაოდენობა და 15 000-ს უდრის. 

სამწუხაროდ, ზრდასთან ერთად ძალიან ბევრ ქვეყნიდან იმაზე ცოტა ღვინოა ექსპორტირებული, ვიდრე ეს გასული წლის პირველ 6 თვეში იყო. ბრაზილიაში, კენიაში, მოლდოვაში, პორტუგალიასა და სერბეთში ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში ვკითხულობთ, ქართული ღვინო საერთოდ არ გაგზავნილა. მოლდოვაში შარშან ამ პერიოდში 32 700 ლიტრი ღვინო იყო ექსპორტირებული, სერბეთში 6000 ლიტრი, ბრაზილიაში კი ეს რიცხვი 8000-ს შეადგენდა. მნიშვნელოვანი შემცირებაა უნგრეთშიც (-90%), ასევე ტაივანსა და ყატარში (-87%).  სინგაპურშიც თუ შარშან  3000-მდე ბოთლი ღვინო გაიგზავნა, წელს ეს რიცხვი 2000-ს არ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის ზრდის მიზეზი, ფაქტობრივად, რუსეთია, სადაც 50%-ით მეტი ღვინოა გაგზავნილი, ვიდრე შარშან. შეგახსენებთ, გასულ თვეში რუსეთის პირველი ღვინის იმპორტიორ ქვეყანად სწორედ საქართველო დასახელდა, რომლის წილიც 64%-ია. 

ექსპერტების აზრით, საქართველოდან ღვინის მიწოდების ზრდა განპირობებულია „გადახდისა და ლოჯისტიკასთან დაკავშირებული პრობლემების არარსებობით“, ასევე იმ კონტრაქტებით, რომლებსაც რუსული სავაჭრო ქსელები უშუალოდ მწარმოებლებთან აფორმებენ.

როგორც Jam-News-ზე ვკითხულობთ, რუსული ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან ექსპორტმა 2022 წლის ბოლოს დაიწყო ზრდა, რადგან ლოჯისტიკის პრობლემები თითქმის არ არსებობს. მისი თქმით, დაბალ და საშუალო ფასების სეგმენტში ქართული ღვინის წილის ზრდა განპირობებულია იმით, რომ საცალო ქსელები საკუთარი იმპორტით არიან დაკავებულნი, მწარმოებლებთან პირდაპირ კონტაქტებზე გადიან და შეუძლიათ მყიდველებს ყველაზე დაბალი ფასი შესთავაზონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.