Home
ქართული | English
აგვისტო 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

მულტიმედია

კომენტარები

პლამპტონის კოლეჯის ღვინის ბრენდინგისა და მარკეტინგის ტრენინგები საქართველოსთვის

ღვინის მწარმოებელი კომპანიების მარკეტინგისა და ბრენდინგის დეპარტამენტების წარმომადგენლებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საქართველოში ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა საინტერესო სიახლეს სთავაზობს. 

სულ ახლახანს, ბრიტანულ-ქართულმა სავაჭრო პალატამ ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე მაღალი კლასის უმაღლეს სასწავლებელთან, პლამპტონის კოლეჯთან, რომელიც ბრაიტონის უნივერსიტეტის აგრარული ცენტრია და მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია მაღალი ხარისხის სასწავლო, საწვრთნელი, კვლევითი პროგრამებითა და მდიდარი ინფრასტრუქტურით. კოლეჯს აქვს 9.5 ჰა ვენახი, ნახევრად კომერციული საწარმო, თანამედროვე ლაბორატორიები და სენსორული შეფასების ოთახები. კოლეჯი   ინგლისში, აღმოსავლეთ სასექსის მხარეში, სოფელ პლამპტონში მდებარეობს და მისი თითქმის, საუკუნოვანი ისტორია 1926 წლიდან იღებს სათავეს. 

პლამპტონის კოლეჯი აღიარებულია, როგორც ბრიტანეთის მევენახეობა-მეღვინეობის განათლების მექა, ისევე, როგორც საფრანგეთში - ბორდო, მონპელიე და დიჟონი, კალიფორნიაში - დევისი და ფრესნო, ავსტრალიაში - ადელაიდა, გერმანიაში - გაიზენჰაიმი და კანადაში - ბროკი. 

ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა უზრუნველყოფს საქართველოში დაინტერესებული პირების ადმინისტრაციულ და ინფორმაციულ მხარდაჭერას, რათა მათ პლამპტონის კოლეჯის პროფესიული განვითარების სამდღიან წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა. ტრენინგი დაეთმობა ღვინის ბრენდინგის, მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებს, რაც, დღესდღეობით, ქართული ღვინის ბიზნესის ყველაზე დიდ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე. 

იმ შემთხვევაში, თუკი დაინტერესებულ პირთა რიცხვი ათამდე გაიზრდება, ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატა გეგმავს მწვრთნელის საქართველოში მოწვევასა და ტრენინგების ჩატარებას აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე. სამომავლოდ იგეგმება პარტნიორობის გაღრმავება საგანმანათლებლო მიმართულებით, რაც ითვალისწინებს აგრარული უნივერსიტეტისა და პლამპტონის კოლეჯის საბაკალავრო და სამაგისტრო გაცვლითი პროგრამების შემუშავებასაც. 

როგორც პრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, მაკო აბაშიძე ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ღვინის პოპულარიზაცია ბრიტანეთში, ასევე, მეღვინეობის ქართული პრაქტიკების ევროპულ გამოცდილებებთან ინტეგრაცია. ამ მიზნით, გარდა საგანმანათლებლო აქტივობებისა, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან მათი პარტნიორობის ფარგლებში,  მაისის თვეში, ლონდონში, ქართული ღვინის თემაზე რამდენიმე მნიშვნელოვან ღონისძიება ჩატარდება.  

© ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



es RonisZieba sad unda Catardes, ra enaze iqneba da ra eRireba??


გამარჯობა! მადლობა ინფორმაციისთვის. მაქვს ინტერესი მივიღო მონაწილეობა. ვის უნდა დაუკავშირდე? პატივისცემით მერაბ ბუზალაძე


მადლობა ინტერესისთვის. დეტალური ინფორმაციისთვის ეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე- contact@bgcc.org.uk ან ტელეფონზე- 599 46 53 64. მადლობა


ტრეინინგები ინგლისურად ჩატარდება.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.