Home
ქართული | English
თებერვალი 2020
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
272829303112
3456789
10111213141516
17181920212223
2425262728291

მულტიმედია

კომენტარები

ორეგონი ღვინის წარმოებას ზრდის

ახლახან გამოქვეყნებულმა წლიურმა სტატისტიკურმა ანგარიშმა ცხადყო, რომ ორეგონის (აშშ) მეღვინეობის დარგი დიდ აღმასვლას განიცდის - 2011 წელს მათ რეკორდული რაოდენობის, 2 მილიონი ყუთი ღვინო აწარმოეს. შედარებისთვის - 2010 წელს ეს მაჩვენებელი 1.93 მილიონ ყუთს უდრიდა. გარდა ამისა, ორეგონელმა მეღვინეებმა 19.8 მილიონი ლიტრი ჩამოსასხმელი ღვინო დაწურეს. ასეთი შედეგები იმანაც გამოიწვია, რომ რთველში რეკორდული მოსავალი მიიღეს და 42 033 ტონა ყურძენი დაკრიფეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ბევრ მცირე საოჯახო საწარმოს არ გააჩნია საკუთარი აღჭურვილობა და დიდი მარნებისგან მათი ქირაობა უწევს. შტატში შეიმჩნევა მეღვინეობის მეურნეობათა რაოდენობის ზრდაც - 2010 წელს ორეგონში 419 მარანი იყო, 2011 წელს კი უკვე 463. მეღვინეები განსაკუთრებით გააქტიურდნენ Columbia River-ის რეგიონში – მარნების რაოდენობა აქ, 2010 წელთან შედარებით, გაორმაგდა. მთლიანად აშშ-ში 2011 წელს ღვინოზე მოთხოვნა 2%-ით გაიზარდა, კალიფორნიაში - 5.6%-ით, ღვინის გაყიდვებმა ვაშინგტონში 9%-ით მოიმატა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული