Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართველები Prowein 2017-ზე

გუშინ დასრულდა მსოფლიოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ღვინის ფორუმი Prowein, რომელიც წელს უკვე 23–ჯერ ჩატარდა. ფორუმს ტრადიციულად ქართული ღვინის კომპანიებიც სტუმრობდნენ, რომლემაც ახალ სივრცეში წარადგინეს თავიანთი პროდუქცია. აქ ნახავდით როგორ ტრადიციულ მონაწილეებს, ასევე ახალბედებსაც: თელავის ღვინის მარანი, ხარება, შუმი, თბილღვინო, კახური, ბესინი, ვაინმენი, თელიანი ველი, GWS, შატო მუხრანი, ბაგრატიონი 1882, კორპორაცია ქინძმარაული, დუგლაძეები, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ქიმერიონი, საქართველოს ღვინის სახლი, წინანდლის ძველი მარანი, ვაზიანი, მეგობრების მარანი, Gevelli, ბოლერო.

Prowein–ს წინ უძღოდა Mundus Vini-ს პრესტიჟული კონკურსი, რომელიც ქართულმა ღვინოებმა გამარჯვებით დაასრულეს და შარშანდელი შედეგი (4 ოქრო), კიდევ სამი ოქროთი გააუმჯობესეს. ეს ღვინოებია: საფერავი პრემიუმ, ბესინი, 2013, რომელმაც ასევე ე.წ. Best of Show Georgia–ს ტიტული დაიმსახურა, ბადაგონმა თავისი ექვსი წლის დავარგების (2010) საფერავით გამოიჩინა თავი, ოქრო აიღო ხარებას კლასიკურმა საფერავმა (2013), შუმის ბიო საფერავმა (2014), და კონჭო და კო–ს სამმა ღვინომ – ყვარელი Special Reserve-მა (2013), მუკუზანმა (2013), საფერავმა (2015).

აღსანიშნავია, რომ ყველა, შვიდივე გამარჯვებული ღვინო საფერავიდანაა დაყენებული. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე ჩვენი უმთავრესი წითელი ჯიშის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა დასავლეთის ბაზარზე, თუმცა სასურველი იქნება ახლო მომავალში სხვადასხვა ჯიშებიდან დაყენებული თეთრი და ქვევრის ქარვისფერი ღვინოებიც გამოჩნდეს ტრიუმფატორებს შორის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

photo: © Messe Düsseldorf/ctillmann

© AD LUMINA Ralf Ziegler

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული