Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ProWein 2009 ქართულ ღვინის კომპანიებს ახალ ბაზრებს უხსნის

29-31 მარტის ჩათვლით გერმანიაში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა - ProWein ჩატარდა. გამოფენა საერთაშორისოა და მასზე თავს იყრიან სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ღვინის კომპანიები, ენოლოგები და ღვინის მოყვარულები. საქართველო ProWein-ზე უკვე ათი წელია მონაწილეობს. წელს ჩვენი ქვეყანა 22 კომპანიით იყო წარმოდგენილი. მათ შორის იყვნენ: "თელიანი ველი," "თბილღვინო," "თელავის ღვინის მარანი," "ქინძმარაულის მარანი," "ოროველა," "შატო-მუხრანი," "კახური," "შუმი," GWS, "ბადაგონი," "ვაინმენი," "ასკანელი ძმები," კორპორაცია "ქინძმარაული," "ვაზი+", "მილდიანი," "ტფილისის მარანი," "დუგლაძეები," "ვაზიანი," "ტიბანელი," "საქართველოს ღვინოები," "ბაგრატიონი" და "ბესინი." ქართული პროდუქცია მესამე დარბაზში, 08 სტენდზე იყო გამოფენილი და ხალხიც არ აკლდა.

"მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი პოსტსაბჭოთა სივრციდან, რომელთაც ქართული ღვინის შესახებ გარკვეული წარმოდგენა აქვთ, ზოგადად მისი ცნობადობის მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია" - გვითხრა გიორგი სამანიშვილმა, რომელიც დიუსელდორფში "ტფილისის მარანს" წარმოადგენდა. მისი თქმით, გერმანულ ბაზარზე ქართული ღვინის შესვლის საკმაოდ კარგი პერსპექტივა არსებობს, თუმცა, კომპანიებს ამისათვის ძალიან დიდი შრომა მოუწევთ, რასაკვირველია, სახელმწიფოსთან ერთად.
 
გამოფენის ქართულ ნაწილს ორგანიზება სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გაუწია. სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსის, გიორგი ჩადუნელის თქმით, ProWein-მა ქართული ღვინისთვის კარგად ჩაიარა. გამოიკვეთნენ ახალი პარტნიორები, რომელთა შორის აღსანიშნავია გერმანია და პოლონეთი. განსაკუთრებით დიდი იყო ინტერესი პოლონელების მხრიდან. შედგა გარკვეული მოლაპარაკებები, რომელთა შედეგებსაც ქართველი მეღვინეები უახლოეს მომავალში დაელოდებიან. მორიგ ProWein-ს დიუსელდორფი 2010 წლის 21-23 მარტს უმასპინძლებს. 
 
© მადიანი/vinoge.com
 
 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული