Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ესპანეთი რთველის მოლოდინში

მშრალი ამინდების გამო ესპანეთში წელს ყურძნის მოსავალი, სავარაუდოდ, შარშანდელზე 15%-ით ნაკლები იქნება. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელია როგორც ყურძნის, ისე ღვინის გაძვირება. ექსპერტთა აზრით, წელს ესპანეთში ღვინის წარმოების მოცულობა 33-34 მილიონ ჰექტოლიტრს მიაღწევს, გასულ წელს კი ეს მაჩვენებელი 39 მილიონ ჰექტოლიტრს შეადგენდა. ქვეყნის მეტად მნიშვნელოვან მეღვინეობის რეგიონებში - რიბერა დელ დუეროსა და რიოხაში – წარმოების მოცულობამ შესაძლოა 30%-საც კი ვერ გადააჭარბოს. ანალიტიკოსები აგრეთვე ვარაუდობენ, რომ გაიზრდება ესპანური ხის მასალისგან დამზადებული კორპის საცობების გაყიდვები. შეგახსენებთ, რომ 2008-2010 წლებში კორპის საცობების გაყიდვები საგრძნობლად შემცირდა უფრო იაფფასიანი, პლასტიკატისა და მეტალის ხრახნიანი საცობების პოპულარობის ხარჯზე. კორპის საცობების ექსპორტის მოცულობით ესპანეთი მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. 2011 წელს ამ პროდუქციის ექსპორტმა დაახლოებით 300 მილიონი ევრო შეადგინა – საექსპორტოდ 3 მილიარდი საცობი გავიდა, აქედან 1,3 მილიარდი საცობი შუშხუნა, 1,7 მილიარდი კი ჩვეულებრივი ღვინოებისთვის იყო განკუთვნილი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.