Home
ქართული | English
დეკემბერი 2023
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
27282930123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიოში საუკეთესო ვისკის იაპონელები ხდიან

რაოდენ მიუღებელიც უნდა იყოს ანგლოსაქსური სამყაროსათვის, ვისკის საერთაშორისო ყოველწლიურ რეიტინგში პირველი ადგილი იაპონელ მწარმოებელს ხვდა წილად. ეს არის ერთალაოიანი ვისკი “იამაძაკი”, რომელსაც დღეისათვის კომპანია Suntory აწარმოებს. “მსოფლიო ვისკის ბიბლიის” (World Whisky Bible) ავტორმა, სპირტიანი სასმელების სახელგანთქმულმა ექსპერტმა, ჯიმ მიურეიმ ეს იაპონური დისტილატი 97,5 ქულით შეაფასა. საკონკურსოდ სულ 4,500-მდე მაღალხარისხიანი ვისკი იყო გამოტანილი. “იამაძაკი” მათ შორის საუკეთესო აღმოჩნდა.

ამ ვისკის წარმოება ლეგენდარული მასატაკა ტაკეცურუს სახელს უკავშირდება – ის იყო ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა იაპონიაში უმაღლესი კლასის ვისკის წარმოებას.

საუკეთესო ვისკის ტიტულის მფლობელი “იამაძაკი” ლიმიტირებული რაოდენობით იხდება – წელიწადში 18 ათასი ბოთლი. ცხადია, ფასიც შესაბამისი აქვს – ერთი ბოთლის ღირებულება 160 დოლარს აღწევს.  

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.