Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

ბულგარული ლუდი მკერდს ზრდის

ბულგარელი ლუდის მწარმოებლები ირწმუნებიან, რომ მათ მიერ შექმნილი ლუდი, სახელად Boza, ქალთა სქესის (და არა მარტო) ოცნებებს რეალობად ხდის და მკერდის ზრდას უწყობს ხელს. ლუდის ეს სახეობა ფერმენტირებული ხორბლისა და საფუარისგან მზადდება და თავდაპირველად სპეციალურად მეძუძური დედებისთვის შეიქმნა. თუმცა მალე ქალებმა, რომლებიც ამ ლუდს სვამდნენ, განაცხადეს ლუდის ჯადოსნური თვისების შესახებ – აღმოჩნდა, რომ ის სარძევე ჯირკვლების ზრდას უწყობს ხელს. ამ სიახლემ ლუდი Boza ერთობ პოპულარული გახადა და მის დასალევად ქალები მთელი ევროპიდან ბულგარეთისკენ დაიძრნენ. თუმცა სკეპტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ლუდში განსაკუთრებული არაფერია და ამგვარი აჟიოტაჟი მხოლოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ატეხილი მორიგი სარეკლამო ტრიუკია.

© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

თებერვალი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
303112345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728291234