Home
ქართული | English
ოქტომბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
262728293012
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოვიშოროთ Chateau Lafite

სწორედ ასეთი მოწოდებით მიმართა კოლექციონერებს ჩინელმა ეკონომისტმა Andy Xie-m თავის ბლოგში. ის ურჩევს ღვინის თაყვანისმცემლებს, რაც შეიძლება მალე მოიცილონ ამ ცნობილი მარკის ღვინო. აზიაში დღეს უპრეცედენტო მოთხოვნაა სახელგანთქმულ Chateau Lafite–ზე. მედოკის მეურნეობის წარმომადგენლები სარგებლობენ ამ პოპულარობით და სხვადასხვა ხერხებით იზიდავენ მომხმარებელს. ამისთვის ისინი წარმატებულ მარკეტინგულ სვლებს იყენებენ – მაგალითად, 2008 წლის მოსავლის ღვინოზე ჩინელთა იღბლიანი ციფრი "8" იეროგლიფით გამოსახეს. ეკონომისტი აღნიშნავს, რომ შეგნებულად გაბერილი "ლაფიტის ბუშტი" იმ სიტუაციას მოგვაგონებს, როდესაც ხელოვნურად გაიბერა ფასები ნავთობზე, უძრავ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე, სესხებზე და სხვ. რამაც, საბოლოო ჯამში, არსებულ ეკონომიკურ კრიზისამდე მიგვიყვანა. ბლოგერი ენდი დარწმუნებულია, რომ Chateau Lafite-ს ფასის ზრდაც ხელოვნურად ხდება და მასში გადახდილი რეკორდული თანხა არ ასახავს ამ ღვინის რეალურ ფასს. კონკრეტულ ღვინოზე ასეთი დიდი მოთხოვნა, სავარაუდოდ, უფრო გაზრდის ფალსიფიკაციის პრობლემას, მისი ,,წარმოება” უფრო მომგებიანი გახდება. თანაც, არ არსებობს ზუსტი აღრიცხვა, თუ ამ ღვინის რა რაოდენობა ტრიალებს მსოფლიოში.

ენდი პოსტს ასრულებს დასკვნით, რომ Chateau Lafite-ს ფასები სიმპტომურია. ის  ასახავს ჩინეთის საერთო ინფლაციურ პრობლემებს, რომლის პროვოცირებასაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი ანაბრებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდის წყალობით ახდენს. ადრე თუ გვიან ამის გამო ფასები მკვეთრად დაეცემა. "რომ მქონდეს Chateau Lafite-ს ბოთლი, მას სასწრაფოდ გავყიდდი" - გვირჩევს ეკონომისტი ბლოგერი.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული