გამოქვეყნებულია: 18 აპრილი, 2025 - 09:30
სტილი: ქვევრის ტრადიციული თეთრი მშრალი ღვინო, 25% ჭაჭაზე დაყოვნებული
ადგილი: აჭარა, შუახევი, ნენია
ჯიში: ცოლიკოური
ალკოჰოლი: 12%
ფერი: ელვარე ოქროსფერი
სურნელი: მკვეთრი მცენარეული და ქართული სუნელების ტონები აქვს, სადაც მინდვრის ყვავილების, თივის და უცხო სუნელის არომატებსაც გამოარჩევთ, იგრძნობთ ფორთოხლის ცედრის სურნელსაც.
გემო: სასიამოვნო მჟავიანობისა და ტანინების, გამოხატული, ხასიათიანი ღვინოა.
კერძი: შემწვარი ფრინველი, თევზი, მოშუშული ბოსტნეული, ნიგვზიანი ფხალეული, საცივი
მიტანის ტემპერატურა: 11-13°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი