Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საუკეთესო ქარვისფერი ღვინოები საშემოდგომოდ

Food & Wine Magazine ქარვისფერ ღვინოებზე წერს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პოპულარული ხდება ღვინის ეს კატეგორია, ბევრმა მაინც არ იცის   ზუსტად რას გულისხმობს მისი დაყენების უნიკალური ტექნოლოგია, საიდან მოდის ის და ა.შ.  სტატიაში ქარვისფერი ღვინის დაყენების მეთოდზე, საქართველოსა და ქართულ ღვინოებზეც წერენ. იმაზე, რომ ეს სტილი სწორედ საქართველოდან გავრცელდა მსოფლიოში. პირველი გავრცელების არეალი, როგორც ვკითხულობთ, ფრიულის რეგიონი იყო, იტალიაში, სადაც ძირითადად მას პინო გრიჯიოსგან აყენებდნენ. იქ ამ მეთოდს (დურდოსთან კონტაქტს ღვინის დაყენებისას)  რამატო ჰქვია  (Ramato). გარდა ქართული ჯიშებისა, ქარვისფერ ღვინოს წურავენ შარდონესგან, კაბერნეს ყურძნისგაგან და ა.შ. 

სტატიაში ავტორი ამ წელს დაგემოვნებულ საუკეთესო ქარვისფერ ღვინოებს სთავაზობს მკითხველს, მათ შორისაა “ორგოს”, “თელიანი ველისა” და “ანაპეას” ღვინოები.

2020 Mas Theo Ginger- ეს ღვინო მარსანის (Marsanne), რუსანის (Roussanne), გრენაშისა და ბლანკისგანაა დაწურული. ამ საკმაოდ ტანინიან ღვინოს წიწაკისა და გარგრის არომატები ახასიათებს. 

2020 Orgo Dila-O Rkatsiteli-Mtsvane: “ქვევრში დაყენებული ღვინოების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი სწორედ ესაა. აქ აუცილებლად იგრძნობთ ციტრუსისა და გამომშრალი ხილის არომატებს, რაც მთლიანობაში სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს” - წერს ავტორი.

2019 Teliani Valley Amber Blend: “საქართველოდან, ღვინის სამშობლოდან, ეს შესანიშნავი ქარვისფერი ღვინის მაგალითია განსაკუთრებული ფერითა და არომატებით. რქაწითელის, ქისის, ხიხვისა და მწვანეს ნაზავი ტანინიან ღვინოს მანგოს, შავი ჩაისა და მიწის არომატებს სძენს”. 

2020 Sun Goddess Pinot Grigio Ramato - პინო გრიჯიოს ქარვისფერ ღვინოში მკვეთრ ტანინებს იგრძნობთ და უხვ, სხვადასხვა ხილის ნოტებს.

2020 Herdade do Rocim Amphora Branco - ამ პორტუგალიური ღვინის დაგემოვნებისას კი აუცილებლად იგრძნობთ ველურ თაფლს, მწვანე ვაშლსა და ციტრუსებს. ის ქალაქ ამფორაშია დაწურული და დაყენებულია ტალიაში, პორტუგალიურ თიხის ჭურჭელში. 

2020 Les Vins Pirouettes Eros by David - მკვეთრი სურნელება ავტორს იტალიურ Chinotto Sodas- აგონებს ფორთოხლის არომატით. ეს საკმაოდ ძვირფასი ღვინო რისლინგისგან, გევურცტრამინერისა (Gewurztraminer) და მუსკატისგანაა დაწურული. 

2019 Anapea VIllage Kvareli Kisi : “ამ ღვინოში იდეალურად წარმოჩინდება ტრადიციული ქართული მეღვინეობა. დურდუსთან კონტაქტის 6 თვის განმავლობაში ღვინო არაჩვეულებრივ ფერსა და არომატებს იძენს” - ვკითხულობთ სტატიაში.

2020 Weingut Sybille Kuntz Organic Riesling Trocken - ქარვისფერი რისლინგი მწვანე ვაშლის, ატმის ნოტებითა და მსუბუქი ტანინებით ძალიან გაგილამაზებთ დღეს.

NV Valentina Passalacqua Progetto Calcarius Frecciabomb კი ბომბინოს ყურძნისგანაა დაწურული, ალკოჰოლის დაბალი შემცველობითა და უჩვეულო, სასიამოვნო ხასიათით გამოირჩევა. 

2019 Vignoble de Reveur La Vigne en Rose Sec Alsace 85% გევურცტრამინერითა და 15% რისლინგითაა დაყენებული. მასში პაპაიასა და გარგრის არომატებს იგრძნობთ, ასევე ძლიერ ტანინებს. ღვინო საკმაოდ მდიდარია და განსკუთრებით უხდება ცხარე კერძებს. ღვინოების სრული ჩამონათვალი Food & Wine-ის გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული